საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

უნდა იყოს თუ არა არისტოკრატიული ტიტულები მომავალ კონსტიტუციურ სამეფოში
სამეფო კლუბი

 

უნდა იყოს თუ არა იურიდიულად არისტოკრატიული ტიტულები მომავალ კონსტიტუციურ სამეფოში

 

მომავალ საქართველოს სამეფოში ტიტულების არსებობის შესახებ ორი პოზიცია არსებობს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ რომელიმე, ან პირველი, ან მეორე.

პირველი, ნაკლებად სამართლიანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ნაკლებად დიპლომატიური, ნაკლებად რეალისტური და ფაქტობრივად განუხორციელებელი.

მეორე, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანების თანასწორობის იდეას, რეალობას, დიპლომატიურობასა და თანამედროვეობას.

მოდი განვიხილოთ:

 1. უნდა იარსებოს კონსტიტუციური სახალხო მონარქიის შემთხვევაში, იურიდიულად, არისტოკრატიულმა ტიტულებმა „თავადი" და „აზნაური" და უნდა აღუდგეთ ძველი თავადაზნაურობის შთამომავლებს ეს ტიტულები ოფიციალურად, იურიდიულად, კონსტიტუციურად. პლიუს, მათ უნდა დაემატოს სხვებიც, ანუ მეფემ მიანიჭოს დამსახურებულ ადამიანებს არისტოკრატიული ტიტულები.

2. საქართველოს მომავალი სამეფო უნდა იყოს სრულიად სახალხო, დემოკრატიული და ყოველი ქართველისათვის მისაღები, მიუხედავად მისი წინაპრების სოციალური სტატუსისა. ამიტომ ვთვლით, რომ არისტოკრატიული ტიტულები: თავადი, აზნაური, გრაფი, ჰერცოგი და სხვა არ უნდა არსებობდეს ოფიციალურად.

ხოლო, დამსახურებული ადამიანების პატივსაცემად მეფემ შეიძლება მათ მიანიჭოს დამსახურებული მოღვაწის, ვარგის, დამსახურებული ქალბატონისა და ბატონის და სხვა მსგავსი ტიტულები, რომლებიც მიენიჭება დამსახურებულ პიროვნებას და არ გადავა შთამომავლობით. ასევე, მეფე მიანიჭებს ორდენებსა და მედლებს დამსახურებული პიროვნებებს.

არისტოკრატიული ტიტულების არსებობა ოფიციალურად მიუღებელია შემდეგი ვთარებების გამო:

ა. რათა ძველი ტ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იტულების აღდგენამ არ გამოიწვიოს დაბნეულობა, ვინაიდან შეიძლება საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ ყველას, ვისაც წინაპარი ჰყავდა თავადი ან აზნაური, ახლა, არ ეკუთვნის იგივე გამორჩეული ტიტული, რადგან არ დაუმსახურებია პირადად. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით არა ერთი ადამიანი, თავადაზნაურთა წინაპრების შთამომავალი, რომლებიც ბოლშევიკობდნენ, კომუნისტობდნენ, ან დამპყრობლის ინტერესების გამტარებლები იყვნენ. მათი შთამომავლები, საზოგადოებამ შეიძლება ვერ მიიღოს დაწინაურებულ, ანუ თავადაზნაურთა ტიტულების მატარებლად. 

ბ. ძველი თავადაზნაურის ყველა შთამომავალი არ არის სამხედრო სამსახურში - სამხედრო მეთაური, ოფიცერი, როგორც ძველად. თავადაზნაურობა კი სამხედრო მოვალეობა იყო. ახლა არმიაში, უმრავლეს ვარიანტში, ადამიანები, და საკმაოდ წარმატებულად, ვისი წინაპრებიც არ იყვნენ თავადაზნაურები.

გ. ძველი თავადაზნაურის შთამომავალნი, დღეს, აღარ არიან ტერიტორიების გამგებლები, თავადაზნაურები კი ადრე ტერიტორიებს მართავდნენ, დიდს თუ მცირეს. ახლა მცირე და დიდ ტერიტორიულ ერთეულებს მართავენ არა მაინცდამაინც თავადებისა და აზნაურების შთამომავლები, არამედ ადგილობრივ არჩევნებში არჩეული ადამიანები, მიუხედავად მათი წინაპრების სოციალური სტატუსისა.

დ. ხშირ შემთხვევაში ძველ თავადებს ჰყავდათ უფრო დაბალი რანგის, აზნაური და ხშირად გლეხი მოგვარეები. ყოფილა შემთხვევები, რომ მოგვარეები ყმებადაც ჰყოლიათ. ამის გამო, ახლა ძალიან გაჭირდება დადგენა, კონკრეტული გვარებიდან ვინ იყო თავადი და ვინ გლეხი. პირველ რიგში წმინდა სამეცნიერო დოკუმენტური სახით და რაც მთავარია, ეს „არათავად“ მოგვარეებს ძალიან გაანაწყენებს.

ე. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, საწყისი მდგომარეობით იყოს სხვების თანაბარი თანამოქალაქისა. ნებისმიერმა ადამიანმა, მხოლოდ საკუთარი და არა წინაპრების დამსახურებით უნდა მიიღოს საპატიო ტიტული და ნებისმიერი ადამიანი უნდ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ა იყოს თანაბარ საწყის მდგომარეობაში, ანუ, ვიღაცას თუ ექნება წინაპრების დამსახურებით და არა პირადი დამსახურებით რაიმე ტიტული, სხვა ადამიანები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.  

 

ვ. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, და პოლიტკორექტულობის პრინციპით, ყოველი ადამიანი თანაბარია. ხოლო არისტოკრატიული ტიტულების ოფიციალური და იურიდიული არსებობა ადამიანებს წარმოშობის მიხედვით ახარისხებს, რაც მიუღებელია, და რომც მოვინდომოთ, არ გამოგვივა. არც საზოგადოება დაუშვებს და არც დემოკრატიული სამყარო, რომლის მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება.

ზ. თავადაზნაურთა შთამომავლებს, რა თქმა უნდა, საკუთარ წრეში, ერთმანეთთან მიმართებაში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ეტიკეტით, მათ აქვთ უფლება გამოიყენონ წინაპრების ტიტულები. თუ არ ირღვევა სხვა ადამიანების ღირსება და პოლიტკორექტულობის პრინციპი. თუმცა ეს კონტიტუციურ და იურიდიულ ნორმად ვერ იქცევა მეფისა და სახელმწიფოსათვის. ოფიციალურად, იურიდიულად და კონსტიტუციურად ამ ტიტულების აღიარების მოთხოვნა დაამარცხებს კონსტიტუციური მონარქიის დადგენის მცდელობებს ანუ თუ თავადაზნაურული ტიტულების ოფიციალურ აღდგენას მოვინდომებთ, არ გვექნება საქართველოს სამეფო, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას მხარს არ დაუჭერს.

თ. საქართველოს კონსტიტუციურ სამეფოში ოფიციალურად იარსებებს საპატიო წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს გამოჩენილ პიროვნებებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის (სამხედროებს, პოლიციელებს, საზოგადო მოღვაწეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს და სხვა), ოღონდ ისინი არ იქნება არისტოკრატიული შინაარსისა და არ გადავა შთამომავლობით (მაგალითად - სამეფოს დამსახურებული მოღვაწე, ვარგი, სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი (ან დამსახურებული ქალბატონი) და დამსახურებულ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ი ბატონი და სხვა).

 

მომავალი კონსტიტუციის შესაბამისი თავი კი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციური სამეფოს სახალხო ფორმა

 

საქართველოს სამეფო არის კონსტიტუციური მონარქიის სახალხო, საპარლამენტო, ჰორიზონტალური, დემოკრატიული ფორმის სახელმწიფო.

             საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, რასისა და მისი წინაპრების სოციალური სტატუსისა, თანასწორია უფლებებითა და ღირსებით. საქართველოს სამეფო იცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნორმებს განუხრელად და პოლიტკორექტულობას.

  

  

 საქართველოს სამეფო კლუბის წევრები და მხარდამჭერები:

 

გიორგი თევზაძე

კახა კვარაცხელია

დავით მაისაია

დავით ხიზანიშვილი

ალექსანდრე კოკაია

ირაკლი დათუკიშვილი

ავთანდილ კენჭოშვილი

ირინე ვარდიაშვილი

დარეჯან ბრეგვაძე

ანა მიქაუტაძე

გივი ტუხაშვილი

გიორგი გეგეჭკორი

დავით კლდიაშვილი

გიორგი ნასიძე

დიმიტრი ჭიკაძე

ნინო ზარიძე

გიორგი აბაშიძე

ვახტანგ ბახტაძე

გაიოზ მამალაძე

გიორგი ამაშუკელი

ვასილ პაპავა

დარეჯან რობაქიძე

დავით ქაქუთია

მურმან ყურაშვილი

გიორგი ბურჯანაძე

თეა ლაკერბაია

გელა შარაბიძე

ალექსანდრე ყიფიანი

გიორგი გაფრინდაშვილი

სოსო ნადირაძე

ბელა ჩხარტიშვილი


 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq