საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

რატომ ევროპული არჩევანი? (წაკითხულ იქნა სამეფო კლუბის კონფერენციაზე: "სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი"
გაიოზ (გია) მამალაძე


 ეს არის ჩემი განმარტება, თუ რას ნიშნავს ევროპული, დასავლური და საერთოდ, კონსერვატიულ-დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის და რითი უნდა შეუწყოს ხელი საქართველომ ევროპასა და საერთოდ დასავლეთის ქრისტიანულ სივრცესა და ცივილიზაციას გადარჩენისთვის ბრძოლაში.

 წაკითხულ იქნა სამეფო კლუბის კონფერენციაზე: "სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი"

გ. მ.



რატომ ევროპული არჩევანი?

მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, მეუფევ, ჟურნალისტებო, სამეფო კლუბის წევრებო!

გილოცავთ ქრისტიანული გეოპოლიტიკის დამაარსებლის - წმიდა კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, წმიდა ელენე დედოფლის ხსენების დღეს! მათი და მათი თანამოღვაწეების, წმიდა მეფე მირიანის, წმიდა დედოფალ ნანასი და მოციქულთასწორის ნინოს ლოცვა შეგვეწიოს!

სამეფო კლუბი ატარებს კონფერენციას სახელწოდებით „სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი“.

რატომ ევროპული არჩევანი?

სამეფო კლუბს სურს საქართველოში სახალხო, კონსტიტუციური, თანამედროვე მონარქიის შექმნა. სამეფო კლუბის პროექტი არის ევროპული კონსტიტუციური პროექტების მსგავსი. თუმცა, ცოტა განსხვავებულიც და ოდნავ თანამედროვეც.

კონსტიტუციური მონარქია ეს არის ევროპული მოვლენა!

ევროპა ენათესავება ჩვენს კავკასიურ წარმომავლობას!

ევროპა, მიუხედავად ჩვენგან კონფესიური განსხვავებისა, მაინც ქრისტეს აღმსარებელთა ცივილიზაციაა, ქრისტიანული ცივილიზაციაა და კავკასიური ჰუმანიზმით და ტოლერანტულობითაა გაჯერებული!

ნამდვილი ევროპა არის დემოკრატია, ჰუმანიზმი, ტრადიციონალიზმი, კონსერვატიზმი!

მიუხედავად აზიის საზღვარზე ყოფნისა, ჩვენ არასდროს ვიყავით აზიური ცივილიზაციის ნაწილი.

თუ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, ჩვენ ვართ აღმოსავლეთი (აღმოსავლური ქრისტიანობა), და მეტიც, აღმოსავლეთის აღმოსავლეთი ქრისტიანობაში, ცივილიზაციური თვალსაზრისით  ჩვენი ცივილიზაცია დასავლურია! და ჩვენი აღმოსავლური ქრისტიანობა მაინც დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილია, ისტორიულად და კულტურული თვალსაზრისით!

ჩვენი წინაპრები, მათ შორის წმინდა მამები და მეფეები დასავლეთში, ევროპაში ეძებდნენ ნათსავებს, მოკავშირეებს!

ევროპული არჩევანი ეს არის დასავლური არჩევანი!

დასავლეთის ცივილიზაცია ევროპამ შექმნა!

ჩვენ ევროპისა და აზიის გზათა შესაყარზე ვართ, კავკასია ევრაზიის ცენტრია, საქართველო კი კავკასიის გული, მაგრამ, დღეს ევრაზიული პროექტი ნიშნავს ოკუპანტის პროექტს, ამიტომ, ამ ევრაზიულ პროექტს და ამ ტერმინს ჩვენ ვემიჯნებით!

ევროპული არჩევანი, ეს არის ანტისაოკუპაციო არჩევანი!

ევროპული არჩევანი ეს არის კავკასიური, თავისუფლებისმოყვარე არჩევანი!

ევროპული არჩევანი, ეს არის ქრისტიან-დემოკრატიული, ქრისტიან-სოციალური, ტრადიციების, კონსერვატიული და ჰუმანური არჩევანი!

ეს არის ძლიერი სახელმწიფოებრიობის არჩევანი!

დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა. მათ შორის ევროპა და ევროპული ცივილიზაციის წარმომადგენელთა მიერ დაარსებული - ამერიკის შეერთვებული შტატები, საერთოდ კულტურული დასავლეთი, რომლის ნაწილიცაა საქართველო. საბედნიეროდ, ამერიკას  მართავს პრეზი

დენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ცდილობს დაიცვას ქრისტეს მიმდევართა ტრადიციული ღირებულებანი. დარწმუნებული ვართ, ღმერთი შეეწევა მას და იგი შეძლებს ჭეშმარიტი ამერიკული კონსერვატიული იდეალების  წარმატებით აღორძინებას, მათ საბოლოოდ დამკვიდრებას სახელმწიფოს ცხოვრებაში. რაც დადებითად იმოქმედებს ევროპაზე და ჩვენს სამშობლოზე.

თუმცა, ჩვენც უნდა შევეშველოთ ამერიკასაც და ევროპასაც, რადგან ერთი ბედისწერა გვაქვს. პირველ რიგში ჩვენი დემოკრატიულ-კონსერვატიული სახელმწიფოებრიობის აღორძინებით და ახალი იმპულსებით, რომელიც გამოადგება ევროპასაც, ამერიკასაც და კაცობრიობასაც მთლიანად.

თუ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ოკუპირებული კუთხეების, აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის არაღიარებისა და დაბრუნების საქმეში, ისევე დახმარება სჭირდება ამერიკასა და ევროპას სახელმწიფოებრიობის, ცივილიზაციისა და კულტურულობის განმტკიცების საქმეში, რაც უკავშირდება კონსერვატიზმის განმტკიცებას.

ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, დასავლეთს აქედან, კავკასიიდან კვლავ უნდა მივცეთ გარკვეული ბიძგი - სარწმუნოებრივი, მონარქისტული, დემოკრატიულ-კონსერვატიული, ეროვნული, ბუნებრივი, ტრადიციული ევროპის არჩევანისა!

ამიტომ, დღევანდელი კონფერენციის სათაურია: სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი!

წარმოდგენილ პროექტებს ვთავაზობთ საზოგადოებას, სახელმწიფოს და საპატრიარქოს. ამიტომ მოგიწვიეთ თქვენ. სამეფო კლუბი მუშაობს არა მხოლოდ მონარქისტულ პროექტებზე, არამედ ეროვნულ-სახელმწიფეობრივ პროექტებზეც. ეს არის ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროექტები. დანარჩენებს სხვა დროს შემოგთავაზებთ.

ტერმინი „სახალხო მონარქია“ ჩვენი შემოტანილია თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში და აღნიშნავს იმავეს, რასაც კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო მონარქია, ოღონდ ფეოდალიზმის ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური გამოვლინებების გარეშე.

სახალხო მონარქია ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადაც, მეფე მეფობს, ხოლო ქვეყანას მართავს ხალხი. სახალხო მონარქია არის ხალხისა და ტრადიციული მმართველობა. ეს არის წარსულისა და მომავლის ერთიანობა - ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზებისათვის.

სამეფო კლუბი ოფიციალურად დაფუძნდა 2004 წელს. მაშინვე მივიღეთ კათალიკოს-პატრიარქის კურთხევა.

სამეფო კლუბის სათავეში იდგნენ აწ გარდაცვლილი ისეთი მიღვაწები, როგორებიც

იყვნენ გურამ შარაძე, ლერი სიხარულიძე, რეზო ჩხეიძე, თეიმურაზ მიბჩუანი, ალექსანრდე ბენდიანაშვილი, მიხეილ მაყაშვილი, გაიოზ (გიზო) კორძაძე, გურამ მუჩაიძე და სხვები. ისინი დღესაც ჩვენთან არიან და გვეხმარებიან.

სამეფო კლუბს დღესაც ამშვენებენ ქართული კულტურისა და საზოგადოების შესანიშნავი წარმომადგენლები: იურისტები, ისტორიკოსები, მწერლები, პოეტები, ეკონომისტები და სხვები. გვყავს საპატიო წევრებიც, ქართველებიც და უცხოელებიც, მათ შორის სიამაყით აღვნიშნავ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს!

ვატარებთ შეხვედრებს, კონფერენციებს, გამოვეცით გაზეთი. 2012 წელს შევქმენით საიტი www.georoyal.ge. ვაქვეყნებთ სტატიებს, წერილებს, ნაშრომებს ეროვნულ იდეოლოგიაზე.

2007 გამოვიდა ჩვენი წიგნი: „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“.

როცა მეტი შესაძლებლობები გვექნება, გავაკეთებთ მეტსაც!

ნება მიბოძეთ კონფერენცია გახსნილად გამოვაცხადო და წარმოგიდგინოთ ჩემი მოხსენება:

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq