საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ნატვრა, რომელიც ვერ აისრულა დავით აღმაშენებელმა
გაიოზ მამალაძე

             

 

დავით მეოთხემ მთელი თავისი ცხოვრება მეფობის უმძიმესი მოვალეობის პირნათლად შესრულებას შეალია, მიუხედავად იმისა, რომ ორი ცდუნება ჰქონდა: პირველი, შეეძლო მიეტოვებინა ტახტი და ბერად აღკვეცილიყო. დაისვენებდა როგორც ადამიანი, წუთისოფლისა და სამეფოს ამაოებათაგან, იზრუნებდა მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის და მეორე - შეეძლო ცხოვრება ლხინში გაეტარებინა, როგორც მეფეს, დაესვენა, ენადირა, ექეიფა, ქალების სიყვარულით დამტკბარიყო, ეზარმაცა და კარგად გამოეძინა ხოლმე, არ ედარდა სამეფოზე, არ ენერვიულა ხალხის ბედზე...

ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, სასულიერო ცხოვრებაზე, ბერად აღკვეცაზე როგორ შეიძლება ვთქვათ - „ცდუნება“ (თუნდაც ბრჭყალებში). მაგრამ, დავით აღმაშენებლის მხრიდან ბერად აღკვეცა იქნებოდა სამეფოს გადარჩენისათვის ბრძოლაზე ხელის აღება, ღვთის მიერ დაკისრებულ მოვალეობაზე - მეფობაზე, ანუ ხალხის სამსახურზე უარის თქმა, განსაკუთრებით, მეფობის პირველ ხანებში, როცა მემკვიდრე ვაჟი არასრულწლოვანი ჰყავდა.

მეფობის უმთავრესი მნიშვნელობა არის სამსახური ღვთისა - ერის პატრონობა.

თუ მონაზნობა ამქვეყნიურ საზრუნავზე უარის თქმაა, ამქვეყნიური ამაოების მიტოვებაა, სულის გადარჩენისათვის ზრუნვა და ქრისტეს მსახურების გზაზე დადგომა, მეფობა უფრო მეტად მონაზვნობაა, უფრო რთული მონაზვნობაა, უფრო რთული მსახურებაა ღვთისა. მეფობა, - ამ შემთხვევაში დავით აღმაშნებლის ანუ ჭეშმარიტი მეფეების შესახებ ვსაუბრობთ, უფრო მეტ ასკეტიზმს მოითხოვს - დღე და ღამ მღვიძარებას, რათა უფლის მიერ მობარებული ქვეყნის მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს, დაცული მტერთა შემოსევებისგან, მძარცველებისგან, მოძალადეებისგან, შეძლებისდაგვარად ცდუნებისგანაც, რასაც უკანონობა იწვევს.

თუ მონაზონს საფრთხეები ემუქრება საკუთარი თავისგან ან ბოროტისაგან, მეფეს მეტი საფრთხე ემუქრება, მათ შორის, საფრთხეების სულის ცხონების წინააღმდეგ, როგორც საკუთარი ამბიციებისგან, ასევე სახელმწიფოსთვის აუცილებელი საჭოჭმანო გადაწყვეტილებებისას, როცა, ერთის მხრივ სამეფოს ინტერესი უპირისპირდება ვინმეს ინტერესს ან საკუთრებას ან თავისუფლებას თუ სხვა.

მეფე გაცილებით მეტს რისკავს ღვთის წინაშე, ვიდრე მონაზონი.

1004 წელს, დავით აღმაშენებელმა კახეთისა და ჰერეთის მეფეს წაართვა სამეფო, მისი ლეგიტიმური სამფლობელო, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული - მეფე დავითმა იძალადა. ამიტომაც ინანიებდა ჩვენი წმინდა ხელმწიფე: „შევრთე სახლი სახლსა, ვიღწვოდი უმეზობლობასაო“. მაგრამ, ეს საბოლოო ჯამში მაინც ღვთის სამსახური გამოვიდა, ვინაიდან გაერთიანდა საქართველო და გაძლიერდა ქრისტიანული ქვეყანა.

დავით მეფე ბავშვობიდან ოცნებობდა, თურმე, შემონაზვნობაზე. თუმცა, მისთვის ეს მიუწვდომელი იყო, ვინაიდან დაიბადა მეფობისათვის, ხალხის სამსახურისათვის. თავის ანდერძში წმიდა მეფე ამბობს, რომ განგებამ მოუწოდა მეფობისათვის. შედეგად, ვინაიდან, პირნათლად შეასრულა ღვთის დავალება, სამეფოც გაფართოვდა და გაძლიერდა: „გარნა განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან ღმრთისამან და, ესე - რა, მიწოდა მე, და უწოდა მაგას მეფობაჲ, მამული და ახლად მოგებული ღუაწლითა ჩემითა და თქუენითა, ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე  და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“.

ამგვარად, დავით მეფემ, ახალგაზრდობაში ვერ შეძლო შემონაზვნება. თუმცა, იმედი მაინც გასჩენია, რომ შეძლებდა ბერად აღკვეცას და საერო საქმეებისგან დასვენებას, როცა შეეძინა მემკვიდრე ვაჟი.  ფიქრობდა, გამეფდებოდა დიმიტრი და თვითონ მოახერხებდა მონასტერში წასვლას: „რამეთუ მხიარულ ჰყოფდის ყრმაჲ ესე დაფარულთა გულისა ჩემისათა და მენებაცა მოცლა საწუთოჲსაგან მეფეყოფითა მაგისითა“.

დავით მეფის მონაზვნად შედგომის სურვილის შესახებ სცოდნია მის მოძღვარს და რა თქმა უნდა, ღმერთს. დავით მეფე ანდერძში ამბობს: „რომელი-ესე ღმერთმან და მე და ორის წლითგან მოძღუარმან ჩემმან ვუწყით.“

მოძღვარი ორი წლის ასაკიდან - მემკვიდრე უფლისწულებს ასე ზრდიდნენ საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, ხშირად მაინც. რა თქმა უნდა, ორი წლის ბავშვი აღსარებას არ აბარებდა მოძღვარს,  თუმცა, სასულიერო პირის, მოძღვრის, სარწმუნოების მასწავლებლის ხელმძღვანელობით აღიზრდებოდა. შემდეგ მის აღზრდას ხელმძღვანელობდა ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი გიორგი.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს, მეფე ათი წლის ასაკიდან აღმსარებელი და მაზიარებელი იყოო: „უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანა-მოწამებითა სჳნდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, რომლისა მოწამე არს სარწმუნო იგი ცათა შინა“. 

მაშასადამე, დავით აღმაშენებელს მოძღვარი ჰყოლია ორი წლიდან, ხოლო ათი წლის ასაკიდან აღმსარებელი იყო.

დავით მეფეს, დიმიტრი უფლისწულის დაბადებამ, კვლავ გაუჩინა იმედი მონასტერში წასვლისა, მაგრამ, სანამ პატარა იყო უფლისწული, ამას ვერ მოახერხებდა. როცა დემეტრე წამოიზარდა და ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას, ჯერ სარდლობის გამოცდილება არ ჰქონდა.

მერე, როცა დემეტრე უფისწულმა ბრძოლებში გამოიჩინა თავი, დავით მეფე, სხვადასხვა დავალებაზე აგზავნიდა სალაშქროდ, თვითონ სხვა მიმართულებით ლაშქრობდა. უამრავი გეგმა ჰქონდა დავით მეოთხეს და არაერთი მიმართულებით უნდა ელაშქრათ ჩვენს წინაპრებს.

მაგალითად, აღმოსავლეთით, შირვანში და დარუბანდისკენ, ამ მხარეების უკეთ შემოსამტკიცებლად, და მათი დაცვისთვის დამპყრობლებისგან. უნდა ელაშქრათ სამხრეთისაკენ, სომხეთი იყო შემოსაერთებელი საქართველოსთვის. ასევე, ჯვაროსნები დახმარებას ითხოვდნენ და ამ მიმართულებით მაჰმადიანთა ჯარის ნაწილის მოცილება სურდათ იერუსალიმის სამეფოსგან. საბრძოლი იყო სამხრეთ დასავლეთისკენაც, ლაზების ქართულ მხარეში ქართული ინტერესების გასატარებლად. გრიგოლ გაბრა, ტრაპიზონის მთავარი, ნაჭარმაგევს სტუმარ-ქვეშევდომ მეფეთა შორის ჰყავს მოხსენიებული ქართველ მემატიანეს.

ამიტომ, ვერ შეძლო, ვერ მოახერხა დავით აღმაშენებელმა ნატვრის ასრულება, რადგან, ერთი სარდლის, ერთი მეომრის მოკლებაც კი არ შეეძლო საქართველოს ჯარისთვის და სანამ ფეხზე მყარად იდგა, სანამ ჯანმრთელი იყო, საკუთარ თავს ვერ მისცა უფლება წასულიყო საერო ცხოვრებიდან, რაც ჯარიდან წასვლას გულისხმობდა და სიმშვიდე მოეპოვებინა.

საქართველოს უამრავი ინტერესი ჰქონდა - ვერ იქნებოდა მშვიდად მეფე დავითი, სანამ ცოცხალი იყო, ვერ ჩააგებდა ქარქაშში ხმალს. მის ქარქაშში ისედაც ვერ ეტეოდა ხოლმე მისი ხმალი, მტრების მუზარადებზე ცემისაგან დაღვარჭნილი...

დავით აღმაშენებელი ბავშვობიდან ოცნებობდა მონაზვნობაზე და თუ ვერ შემონაზვნდა, თავისი ცხოვრება მაინც გაატარა როგორც მეომარმა მღვდელმა და სხვა რამეებთან ერთად ამიტომაც უწოდეს უცხოელებმა „მეფე-მღვდელი“.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა სამეოცდაათთაგანნი მოციქულნი: არქიფო და ფილიმონი და მოწამე აპფია, მოციქულთასწორი (I)
19 (03.03) თებერვალი
ღირსი იაკობ განდეგილი (+457)
ღირსი იაკობ განდეგილი (ხსენება 9 დეკემბერს) სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამა სოფელს და ჯერ ღირსი ზევინის, შემდეგ კი - წმიდა მირონის ხელმძღვანელობით დაეუფლა მოსაგრე ცხოვრების წესებს. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. წმიდანი მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებას და ზამთრის სუსხს. ამ უჩვეულო ღვაწლს შემდგარი მოსაგრე გამუდმებით ლოცულობდა. მისი საზრდელი მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერი იყო. წმიდა მამა მთაზე ცხოვრებისას ატარებდა ბორკილებს, რომელიც ისეთი მოყვანილობის იყო, რომ მას აიძულებდა, გამუდმებით წელში მოხრილი ყოფილიყო.
gaq