| ქეთევან დედოფალი (ავტორი მიხეილ საბინინი) | გადმობეჭდილია: http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268458159
იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის წევრი, დონ კრისტოფერო დე კასტელი 1628-1654 წლებში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნის 20-იანი წლებიდან მოღვაწეობდნენ საქართველოში. რომის პაპისგან კათოლიკეებს თავისი სარწმუნოების პროპაგანდა ევალებოდათ, თუმცა, ისინი ხანდახან ელჩების როლსაც ასრულებდნენ ქართველ ხელმწიფეებს, ევროპელ მონარქებსა და რომის პაპს შორის. ქართული ეკლესიის მესვეურები დიდი სიხარულით არ ეგებებოდნენ მათ საქმიანობას. ბევრი ვერც ვერაფერი გააკეთეს კათოლიკობის გავრცელების თვალსაზრისით მისიონერებმა საქართველოში. მაგრამ მეფე-მთავრები, როგორც სტუმრებს და ელჩებს, კეთილად ეპყრობოდნენ ხშირად. 26 წელი ცხოვრობდა კასტელი ჩვენს სამშობლოში. მას ბევრი ცნობა აქვს გადმოცემული მისი თანამედროვე ქართველების ყოფა-ცხოვრების, ქართული სამეფო-სამთავროების, მათი ხელმწიფეების, დიდებულებისა და უბრალო ადამიანების შესახებ. ძირითადად, მისი ცნობები სანდოა, რომლებიც ეხება პირადად ნანახ მოვლენებს. ხანდახან მისი მონათხრობი ისტორიის შესახებ ლეგენდურია და იმეორებს მის დროს არსებულ გადმოცემებს, ლეგენდებს. კასტელმა დახატა და შემოგვინახა არაერთი ჩვენი წინაპრის პორტრეტი, მათ შორის, მეფეების, სარდლების, დიდებულების, უბრალო ა დამიანების. ის არ ყოფილა პროფესიონალი მხატვარი, მაგრამ, მისი ნახატები საკმაოდ კარგია და მათ, ისევე როგორც მის ჩანაწერებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიის მკვლევრებისა და მოყვარულებისთვის. მას ძალიან უყვარდა საქართველო. 57 წლის ასაკში კასტელის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია ჩვენი ქვეყნის დატოვება, რაზეც გულდაწყვეტილმა დაწერა: „მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ჩემი სატრფო იყოო“ (დონ კრისტოფერო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“. 1976. ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ. გვ. 223). გავიხსენოთ, რას წერდა ის ჩვენი სათაყვანებელი წმიდა ქეთევან დედოფლისა და მისი წამების შესახებ. საინტერესოა ქეთევან დედოფლის დახასიათება და ვერსია, თუ რატომ აწამებინა ის შაჰმა (დონ კრისტოფორო დე კასტელი „აღმოსავლეთ იბერიის სამეფოსა და მისი აწინდელი ომების შესახებ“. იქვე. გვ. 41): „დაახლოებით ამ 26 წლის წინათ, რადგან ყველა უბედურების თავი და ძირი პატივმოყვარეობაა, როცა სპარსეთის უძლიერესი მეფე, სახელად შაჰ-აბასი, უკან დაბრუნდა, გადაწყვიტა, რომ მას თავისი მოხარკენი ცალ-ცალკე ერთიმეორის შემდეგ დაემარცხებინა, რომელთაც აღარ მოინდომეს სავალდებულო ხარკის გადახდა. ბრძოლის სურვილით შეპყრობილი შაჰი, დიდძალი ცხენოსანი და ქვეითი ჯარით, იბერიელთა გასანადგურებლად გამოემართა. გადამწყვეტი ბრძოლის დღეც მოახლოვდა. ამ დროს იბერია, განსაკუთრებით ქართლი და კახეთი, ტყვეთა გატაცებით ძალზე შევიწროებული იყო და როცა ამ ახალი უბედურების ამბავი გაიგეს, „დიდი ტირილი და გოდება მორთეს“ – როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს. შაჰ-აბასმა ქართლისა და კახეთის მეზობელი მხარეებიც დაიპყრო, თავის ბატონობას დაუქვემდებარა, ქალი და კაცი იბერიიდან სპარსეთში ტყვედ წაიყვანა. დამარცხებული თეიმურაზ მეფე ძლიერ დადარდიანდა, აღარ იცოდა დაქცეული და მოშლილი ქვეყნისთვის როგორ მოევლო. ბოლოს ასე მოისაზრა: შაჰ-აბასთან წარმომადგენლად თავისი დედა გაეგზავნა, რომლის გარეგნობა თვით ანგელოზს შეშურდებოდა; ამასთანავე იგი სულიერადაც წმიდანივით ბრწყინავდა“. ქეთევან დედოფლის სილამაზისა და კეთილშობილების შესახებ წერს 1618 წლიდან ირანში მოღვაწე პორტუგალიელი მისიონერი, ავგუსტინელთა ორდენის წარმომადგენელი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუშიც, რომელიც პირადად იცნობდა ჩვენს დედოფალს და მის წამებასაც დაესწრო: „ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ. დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი, არა მარტო სამეფოს, არამედ მთელი სუვერენული იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. არაჩვეულებრივად წმიდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვრიდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი, შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა“. შემდეგ კასტელი განაგრძობს: „ქეთევანი, რადგან თავის შვილზე არანაკლებ მორწმუნე ქრისტიანი იყო, უყოყმანოდ გაემგზავრა შაჰთან. შაჰ-აბასი, როდესაც პირისპირ ნახა დედოფალი, ძლიერმა ცეცხლოვანმა სურვილმა და ვნებიანმა წვამ შეიპყრო. სიყვარულით დამთვრალმა მოსინჯა დედოფლის კდემამოსილება. მლიქვნელობით, დაპირებითა და მოტყუებით გააგებინეს ქეთევანს, რომ, თუ უარყოფდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, სპარსეთის სამეფო გვირგვინს მიიღებდა“. ძნელი სათქმელია, მართლა შეუყვარდა თუ არა შაჰს დედოფალი ქეთევანი. აბასს უნდოდა, ეჩვენებინა ქართველებისთვის, როგორ გატეხდა დედოფალს, რომ ამით, ქართველთა სიმტკიცეც გაეტეხა. გარდა ამისა, კარგად ახსოვდა, როგორ აუჯანყა ქეთევან დედოფალმა მის გამოზრდილ, მამისმკვლელ კონსტანტინე მირზას კახელები 1606 წელს. უნდოდა დაესაჯა თეიმურაზ მეფე 1615 წლის აჯანყებისა და სპარსული ჯარის დამარცხებისათვის, შემდეგ კი – ოსმალებთან მოკავშირეობის მცდელობისათვის. და მთავარი, რადგან რუსმა ელჩებმა, იმამყული-ხან უნდილაძემ და კათოლიკეებმა დედოფლის გათავისუფლება სთხოვეს, შაჰ-აბასს, ჯინაზე, პრინციპულობის გამოჩენა მოუნდა – ან დედოფლის გამაჰმადიანება, ან მოკვლა. კასტელი განაგრძობს: „ეს დაპირება არაფრად უღირდა დედოფალს და მან არ
| 595 25 24 44 / 597 333 556 / 551 25 24 44 / 574 333 556 | აერთგზის მისცა გადაწყვეტილი პასუხი: თუკი შესაძლებელი იქნება, ვისურვებდი ათასჯერ სიკვდილს, ვიდრე უარვყო ქრისტიანული სარწმუნოება და დავთმო სათნოებაო. ამის გამო ხელმწიფე ძლიერ განრისხდა და ბრძანა, შეუბრალებლად გაეშოლტათ დედოფალი, სანამ მათრახის ქვეშ სული არ ამოხდებოდა, რაც ასევე აღსრულდა კიდეც. მისი წამებული სული მიღმა ქვეყნის კვალს გაჰყვა და წამებულთა შორის დაგვირგვინდა; როცა მეტად დამწუხრებულმა მისმა შვილმა, თეიმურაზმა ეს ამბავი გაიგო, ერთი მხრით გაუხარდა კიდევ დედის სარწმუნოებრივი სიმტკიცე და ისიც ესიამოვნა, რომ დედოფალმა შაჰის სიყვარული უკუაგდო, უარყო რა გვირგვინი, დიდ ტანჯვაში დაიღუპა და ისე მოკვდა, რომ ვერავინ ანუგეშა. თეიმურაზმა ძალზე მწვავედ განიცადა დედის დაღუპვა და განიზრახა მისი სისხლისთვის, საკუთარი სიცოცხლისა და ღირსების ფასად, უსასტიკეს სპარსეთის მეფეზე როგორმე შური ეძია“. ასე გაუცრუა იმედი და დაამარცხა წმიდა ქეთევანმა ძლიერი ირანის ძლიერი აბას-შაჰი. |