საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი – 5. ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენა და მოქმედების არეალი (წიგნიდან ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი

5. ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენა და მოქმედების არეალი


,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

როგორი იყო ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენა? არსებული წყაროები ძირითადად სდუმან ამ საკითხის შესახებ. ირანის კერძო არქივში აღმოჩენილი ე.წ. ,,თამარის პირობის წიგნი“ ეგვიპტის მამლუქთა მბრძანებლისადმი, სპარსულ ენაზეა დაწერილი (იხ. მ. თოდუა ,,სპარსულ-ქართული ეტიუდები“, ტ. II). თამარის ორ ისტორიკოსს (ბასილი ეზოსმოძღვარსა და ,,ისტორიანი და აზმანის“ ავტორს) მოყვანილი აქვთ რუკნადინის თავხედური ბარათი (ულტიმატუმი) და მეფეთ-მეფე თამარის პასუხი. რადგან ორივეგან ტექსტი თითქმის იდენტურია, შეიძლება დავუშვათ, რომ ისინი სანდო წყაროდან არიან ამოღებული. მაგრამ მემატიანეს არ აღუნიშნავს, რა ენაზე იყო შესრულებული დედანი. მე-13 საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს სამეფო კარის მიმოწერა რომის პაპთან რუსუდანის და ივანე ათაბაგის ეპოსტოლეები) შენახულია ლათინურ ენაზე. ესაა და ეს, მეტი თითქმის არაფერი შემონახულა ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენის შესახებ. მაგრამ ზოგიერთი არაპირდაპირი ცნობა, XI-XII საუკუნეების საერთაშორისო ვითარების შესწავლა, გვიანდელი ტრადიციის გათვალისწინება, საშუალებას გვაძლევს შედარებითი სიზუსტით დავადგინოთ ქართული დიპლომატიის საურთიერთობო ენა. საქართველოს სამეფო კარს ქრისტიანულ ქვეყნებთან გამოყენებული ჰქონდა ბერძნული და ლათინური ენები. ბერძნულ ენაზე ახორციელებდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებას ბიზანტიასთან, ტრაპიზონთან, რუსეთთან (ამ უკანასკნელთან ურთიერთობაში ბერძნული ენის გამოყენება გაგრძელდა თითქმის მე-18 საუკუნემდე). ამავე ენაზე ხორციელდებოდა კავშირი ანტიოქიასთან, პალესტინასთან, ლიბანთან, სირიასთან (იგულისხმება ამ ქვეყნების საეკლესიო ორგანიზაციები) და საერთოდ აღმოსავლეთის საეკლესიო ცენტრებთან. საქართველოში, უფრო სწორად, ქართულ ეკლესია-მონასტრებში, ბევრი იყო სირიულის მცოდნე, მაგრამ სირიულის გამოყენება პოლიტიკურ ურთიერთობებში თითქმის გამორიცხულია. ჯვაროსანთა ომების დროიდან საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა ლათინურმა ენამაც (მხედველობაში გვაქვს აღმოსავლეთი, დასავლეთში ლათინური ენა, რომის იმპერიის დროიდან საერთაშორისო ენად იყო აღიარებული). ეს ტრადიცია განამტკიცა და გააძლიერა კათოლიციზმმა, რომელიც ევროპაში რეფორმაციამდე მხოლოდ ლათინურის მეშვეობით ფუნქციონირებდა. ლათინური ენა გამოყენებული იყო ჯვაროსანთა სახელმწიფოებთან (იერუსალიმის სამეფო, ედესის საგრაფო, ანტიოქიის საგრაფო), კათოლიკურ ორდენებთან (განს. ტამპლიერებთან), რომის პაპთან და ევროპის სახელმწიფოებთან კავშირისათვის. ლათინური ენა საქართველოში არ გატოლებია თავისი მნიშვნელობით ბერძნულს არც კულტურულ სფეროში (თითქმის არა გვაქვს თარგმანები ლათინურიდან) და არც პოლიტიკური აზრით. მე-13 - მე-14 საუკუნიდან დიპლომატიურ ასპარეზზე (იგულისხმება საქართველო დასავლეთ ევროპის დიპ. ასპარეზი) ლათინურს ცვლის (ან პარალელურად იხმარება) იტალიური. იტალიური მე-16 საუკუნიდან ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების თითქმის ძირითად საურთიერთობო ენად იქცა (დასაწყისში იგი მეკობრეების და ვაჭარ-კომერსანტების ენად ითვლებოდა). მისი როლი იმდენად გაძლიერდა, რომ თითქმის ორი საუკუნის მანძილზე იტალიური რუსეთ-თურქეთის საურთიერთობო ენა გახდა. იტალიურმა ჩვენში შემოაღწია ჯერ ვენეციისა და გენუის სავაჭრო კაპიტალის ექსპანსიასთან ერთად, შემდეგ კი განმტკიცდა იტალიური წარმოშობის კათოლიკე მისიონერების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთთან (არაბული, სპარსული, ხორეზმული და თურქული სამყარო) ძირითადად გამოყენებული იყო სპარსული ენა. X-XI საუკუნეებში დასაშვებია, რომ კვლავ დიდი როლი ჰქონდა არაბულს, რომელმაც, გარკვეული აზრით, პოზიციები შეინარჩუნა XII-XIII საუკუნეებშიც (ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ქართული ნუმიზმატიკა). მაგრამ წამყვანი ენა მაინც სპარსული უნდა ყოფილიყო. (სპარსული ენა სახელმწიფო ენა ირანის ტერიტორიების თურქულ პოლიტიკურ ერთეულებში, ხორეზმში, სპარსული ენა იყო კულტურის და ხელოვნების, ე.ი. უმაღლესი არისტოკრატიის ენა). ამ პერიოდში მაჰმადიანურ აღმოსავლეთ

უმაღესი ხარისსხის ალუმინისა და მეტალოპლასმასის კარ–ფანჯარა., შუშის დუშ–კაბინები, კიბეები და მოაჯირები, ხის გარე ფასადები და შიდა ინტერიერის პანელები. +995 579 45 45 68
ში სპარსული იგივე როლს ასრულებდა, რასაც მოგვიანებით ფრანგული ევროპაში. სპარსული საერო-მწიგნობრული ენა იყო. იგი წარმატებით სცვლიდა არაბულს (ყურანის ენას) და თურქულს (სახალხო ენას - მდაბიო ხალხის ენას). რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თურქულს. სხვა რომ არაფერი, თურქულენოვანი იყვნენ საქართველოს ბევრი მეზობელი, ისეთი აქტიური მოკავშირეც კი, როგორებიც იყვნენ ყივჩაღები. როგორც ჩანს, თურქული ,,უშუალო კონტაქტის“, ,,ზეპირი“ ენა იყო და დიპლომატიურ ოფიციალურ მოლაპარაკებებში არ შეეძლო მეტოქეობა გაეწია სპარსული ენისათვის. ეს რომ ასეა, ჩანს შემდეგიდან; არაბთა ბატონობის II ეტაპიდან ქართული ტრადიციით მთელ მაჰმადიანურ აღმოსავლეთს ,,სპარსეთი“, ხოლო მაჰმადიანს ,,სპარსი“ ეწოდება. ამ ტერმინებში აშკარად იგულისხმება სპარსული კულტურის არეალი, რაც, პირველ რიგში, სპარსული ენის ფართო გავრცელებას აღნიშნავს (აღსანიშნავია, რომ მე-13 საუკუნეში მონგოლთა ბატონობის დროსაც კი სპარსულმა დაიკავა წამყვანი ადგილი (იგულისხმება საილხანო!).

გვიან საუკუნეებში (მე-16 - მე-17) ქართულ დიპლომატიაში ჩნდება ,,შემცვლელი ენებიც“ (თუ ეს გამოთქმა სწორია!). როდესაც საქართველოს რომელიმე სამეფო კარს სურს დაფაროს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განზრახვა (დახმარების თხოვნა, კავშირის შეთავაზება და ა.შ.), იყენებს ,,შემცვლელ ენას“. ასეთი ,,შემცვლელი ენა“ მე-16 საუკუნის ქართლის სამეფოსთვის გახდა სომხური ენა. ეს უკანასკნელი, სომხური ელემენტის საერთაშორისო კომერციაში ფართო მონაწილეობის გამო, პოლიტიკურად არ იწვევდა ეჭვს. ამიტომ დიპ. კურიერებს სრულიად უშიშრად შეეძლოთ სომხურენოვანი კორესპოდენციის წაღება. ჩვენ არ ვიცით XI-XIII საუკუნეებში გამოიყენებოდა თუ არა ასე ორიგინალურად ,,დაშიფრული“ ენა, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ებრაული, კლასიკური ივრითი, რომელიც X საუკუნემდე მაინც უცხო არ უნდა ყოფილიყო ჩრდ. კავკასიასა და ვოლგისპირეთში.

რაც შეეხება ჩრდ. კავკასიის მთიელებს, მათთან ურთიერთობაში გამოყენებული იყო მხოლოდ ერთი ენა - ქართული.

 

როგორ გვესახება ქართული დიპლომატიის მოქმედების არეალი?

ცნობილია, რომ XI-XIII საუკუნეების საქართველოს თითქმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოსთან ჰქონდა ურთიერთობა. ეს კარგად ჩანს ნუმიზმატიკური მასალით, უცხოენოვანი წერილობითი წყაროებით. იგი აღნიშნული აქვს ,,ისტორიანი და აზმანის“ ავტორსაც.

,,...სძღუნობდეს და სძმობდეს მას (ე.ი. საქართველოს მეფეს - ლ.ტ.) მეფენი ბერძენთანი, იერუსალიმს ალამანთანი და პრომათანი, და ჰინდოთანი, და ხონელნი და ეგრეთვე სულტანნი ხორასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგვიპტისა და იკონიისა ჰმონებდეს, და ამათნი სკვითნი, ხაზარნი, ალანნი, ხუარასანი და ხურაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამოტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე“... აქ ქართველი ისტორიკოსი გულისხმობს ეკონომიკურ ურთიერთობებს და პოლიტიკურ კავშირებსაც.

ქართულ ისტორიოგრაფიაში თითქმის დადგენილია საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გეოგრაფიული არეალი: - რუსეთი (აქედან სკანდინავია და ბალტიისპირა ქვეყნები), პოლონეთი, გერმანია, ბიზანტია, არაბული აღმოსავლეთი, სირია, ეგვიპტე, ეთიოპია აფრიკის აღ. სანაპიროებით, მცირე აზია, კილიკიის სომხეთი, კვიპროსი, ამიერ და ჩრდ. კავკასია, ყივჩაღეთი და ვოლგისპირეთი, ირანი, ხორეზმი და შუა აზია, ჩრდ. აფრიკა, პირენეის ნახევარკუნძული (კორდვას სახალიფო და ქრისტიანული სამთავროები), საფრანგეთი, ინგლისი, იტალია (ამ სამ სახელმწიფოს გერმანიასთან ერთად საქართველო დაუკავშირდა ჯვაროსანთა ომებისა და ჯვაროსნული სახელმწიფოების მეშვეობით), ერაყი, პალესტინა და ლიბანი, ჩინეთი, ავღანეთი, ინდოეთი (დელის სასულთნო).

რასაკვირველია, მთელი ის ვრცელი ზემოთ განხილული სამყარო (პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყარო), არ შეიძლება ჩაითვალის ქართული დიპლომატიის ინტერესებისა და, რაც მთავარია, აქტიური ფუნქციონირების სფეროდ!

ქართული დიპლომატიიის ინტერესები მიმართული იყო კავკასიის (როგორც ჩრდილოს, ასევე სამხრეთის), ბიზანტიის (ტრაპიზონითურთ), მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკური ერთეულების (იკონია, ერაყი - ბაღდადითურთ, სირია, ხორეზმი), პალესტინისა და ეგვიპტის მიმართ. სწორედ ეს რეგიონი წარმოადგენდა საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის ძირითად არეალს. მართალია, მას ჰქონდა საერთო ინტერესები ვენეციასთან, გენუასთან და გერმანიასთან (ანტიბიზანტიური), რუსეთთან (მოეწყო ცდა რუსეთის ეკლესიაზე ქართული ეკლესიის გავლენის გავრცელებისა), მაგრამ ეს შემთხვევითი დროებითი მოვლენა იყო და მას არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მიმართულების მთავარ შინაარსზე...

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq