საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ვიხსნათ საქართველოს მცირერიცხოვანი გვარები გაქრობისაგან
ლევან ფრუიძე


1997 წელს გამოვიდა პროფესორების ავთანდილ სილაგაძის და ანზორ თოთაძის წიგნი ,,გვარ-სახელები საქართველოში'', პირველი შემაჯამებელი ნაშრომი, სადაც 1995 წლის 1 თებერვლის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ნაჩვენებია საქართველოში არსებული გვარ-სახელების თანამედროვე მდგომარეობა, სახელდობრ გავრცელების არეალი, რაოდენობა, მაწარმოებელი და ა.შ. ამ წიგნმა არა მარტო ქართული უაღრესად მდიდარი ონომასტიკონის კვლევაში შეიტანა ფასდაუდებელი წვლილი, არამედ გვარ-სახელთა პრაქტიკულად გააზრებაშიც და სულ მალე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ავტორებმა მრავალი საყურადღებო საკითხი წამოწიეს წინ. ერთ-ერთი უმთავრესია დღემდე მოღწეული მცირერიცხოვანი გვარების ყოფნა-არყოფნის მტკივნეული საკითხი. ავტორები ხაზგასმით აღნიშნავდნენ:

,,საქართველოში გავრცელებულ გვარებთან და სახელებთან დაკავშირებული მასალების მოპოვების პროცესში იმდენად დიდძალი ფაქტობრივი მასალა დაგროვდა, რომ მათი სრულად გამოცემა წიგნის დასტამბვის სიძვირის გამო დღესდღეობით შეუძლებელია. ამიტომ წინამდებარე წიგნში ასახვა ვერ ჰპოვა იმ გვარებმა, რომელთა წარმომადგენლობითი რიცხვი ოც კაცზე ნაკლებია. ასეთი გვარების რაოდენობა კი ათასობითაა. ეს მეტად დამაფიქრებელი დემოგრაფიული პრობლემაა, შეიძლება ითქვას – საქვეყნო სატკივარი. ვინც ამ წიგნში თავის გვარს ვერ იპოვის, ის უნდა მიხვდეს, რომ მისი გვარი გაქრობის პირასაა მისული და მან ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რათა გადაირჩინოს თავისი გენი, ჯიში, საკუთარი მოდგმა და ისტორიის კუთვნილებად არ იქცეს. ეს, უწინარეს ყოვლისა, ითქმის იმ ძირძველ ქართულ გვარებზე, რომელთაც უდიდესი დამსახურება მიუძღვით ერისა და ქვეყნის წინაშე (გვ. 13).

ორბელიანი 28 კაცია აღრიცხული, მეღვინეთუხუცესი 25, ბევრი გვარი ოცზე ნაკლებია და მათი რაოდენობაც დაუდგენელია. XX საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკური რეპრესიების შედეგად თავად-აზნაურობა როგორც პრივილეგირებული კლასი გაანადგურეს, ნაწილი ვაგონებში შეყარეს და ისე დახვრიტეს...

გოიშვილები 8 მამაკაცია დარჩენილი, სეტიელები 7 და ა.შ.

ქართული ტრადიციული სახალხო და სახელმწიფო სამართალი გვარს, კომლს და პიროვნებას ყოველთვის იცავდა. ისტორიულ საქართველოში სიკვდილით დასჯა არ არსებობდა, უმაღლესი სასჯელი მოკვეთა იყო. გვარისა და კომლის შენარჩუნებისათვის თვით მეფენი ზრუნავდნენ, შეჭირვებულებს არსებობის საშუალებას აძლევდნენ. გვარისა და კომლის შენარჩუნება ერის კეთილდღეობის, უკვდავების საფუძველთა-საფუძველი იყო, არა მარტო დაწინაურებული წოდების ინტერესებს იცავდნენ, არამედ მდაბიოებისაც. ომის დროს თავად-აზნაურობისგან ქუდზე კაცი გაჰყავდათ, გლეხობისაგან კომლზე კაცი. ქართული კანონმდებლობა ერის ბურჯს, მარჩენალს – მიწათმოქმედებს, მესაქონლეებს და ხელოსნებს ზოგავდა, ქვეყნის დაცვისათვის თავგანწირვა თავად-აზნაურობის პრივილეგია იყო. მთასა თუ ბარში განურჩევლად წოდებისა, საზოგადოებრივი აზრი, სამართალი, ბჭეები, მედიატორები, ჭკუასაკითხავი, კითხული კაცები და ფიცისკაცები გვარისა და კომლის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფდნენ. მოსისხარი გვარები მშვიდობისა და შერიგებისათვის ყველა შესაძლებელს აკეთებდნენ.

დღეს არსებული საგანგაშო დემოგრაფიული ვითარების ფონზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამ გარემოებას საგანგებო ყურადღება მიაქცია და მცირერიცხოვანი გვარების ბედით დაინტერესდა. აუცილებელია თითოეული მცირე გვარი აღირიცხოს, დადგინდეს მათი ზუსტი რაოდენობა და მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგად გვარის გადარჩენის პრაქტიკული ღონისძიებანი დაისახოს. მცირერიცხოვანმა გვარებმა, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი მდგომარეობის კრიტიკულობა უნდა გააცნობიერონ და თვითგადარჩენისათვის იზრუნონ. საქართველოს ისტორიამ და ყოფამ იცის ასეთი მაგალითები: თვით სისხლიან შუა საუკუნეებში ერთადერთ გვარიშვილს მთელი გვარი მოუშენებია და მარადისობის გზაზე დაუყენებია. ქართველი ერი მარადიულად სიცოცხლისუნარიანია და დასაბამიდან ეთნიკური თვითშემეცნების მატარებელი. ოცი წელია საქართველო დამოუკიდებელია. დადგა ჟამი კრიზისს, უკიდურეს გაჭირვებას თავი დავაღწიოთ და ადამიანურ ცხოვრებას ვეზიაროთ, დაფლეთილი ქვეყანა გავამთლიანოთ და თითოეულ მოქალაქეს განსაზღვრული ღირსეული არსებობის უფლება მივცეთ. მამულიშვილთა ერთიანობით, უეჭველია, თავს დავაღწევთ ყოვლისმომცველ, მსახვრალ მიგრაციას და ღვთისმშობლის კალთაგადაფარებულ მიწა-წყალს, სამშობლოს მარადიულობას, უკვდავებას მივანიჭებთ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq