საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა რაჟდენი - საქართველოს პირველმოწამე

16 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს პირველმოწამის - რაჟდენის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა რაჟდენი იყო  გამზრდელი  ვახტანგ გორგასლის მეუღლის - ბალენდუხტისა, რომელსაც გამოჰყვა ქართლში. რაჟდენმა ქრისტიანობა მიიღო, ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა და „საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ყო იგი“.

წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. იგი შენატროდა მოწამეთა ცხოვრებას, მათ აღსასრულს და ლოცულობდა, რათა თვითონაც ღვთის ნებით წამების ღვაწლისა და უკვდავების სასმელის შესმის ღირსი გამხდარიყო.

ირანელების წინააღმდეგ ვახტანგ გორგასლის ომის დროს რაჟდენი ტყვედ ჩაუვარდა ირანელებს. შაჰმა მოსთხოვა ქრისტიანობის უარყოფა. მიუხედავად ტანჯვა-წამებისა, რაჟდენი არ დაუბრუნდა ცეცხლთაყვანისმცემლობას. მაშინ შაჰმა ის გაგზავნა წრომში დაბანაკებულ ირანელთა ლაშქრის მეთაურთან, რომელმაც რაჟდენი სიკვდილით დასაჯა — ძელზე გააკრეს და ისრები დაუშინეს.

წმიდა რაჟდენის წამების ჟამს ისევე, როგორც მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, შუადღისას წყვდიადი ჩამოწვა, ამოვარდა სასტიკი ქარი, გაფანტა ყველა იქ შეკრებილი, მათ შორის მცველნიც, ურჯულო მთავარმა რომ მიუჩინა, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ მისი ცხედარი და არ დაეფლათ მიწაში, ფრინველებს და მხეცებს რომ შეეჭამათ იგი. ღამით იქაურმა ქრისტიანებმა მოიყვანეს მღვდელი, გარდამოხ

სნეს, ჯვრიდან წმიდა მოწამის გვამი და ფარულად მიწას მიაბარეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ ვახტანგ გორგასლის ინიციატივით, რაჟდენის ნეშტი ნიქოზის ეკლესიაში გადმოასვენეს. ვახტანგ გორგასალმა ეს ეკლესია საეპისკოპოზო ტაძრად აქცია.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
29 მაისი - ხსენება ნეტარი მუზა ქალწულისა (V) და წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსად მსახურობდა 820-829 წლებში, ხატთმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. 842 წელს გარდაიცვალა მიტილინში. ნეტარი მუზა ქალწული ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა.
gaq