საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

როგორ აღმოჩნდა ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები? - სამეფო კლუბის განცხადება


"საქართველოს სამეფო კლუბი ეხმაურება -„აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) ქართველი მეომრის ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის დაკავების ფაქტს, და ავრცელებს განცხადებას
"როგორც გია ცერცვაძის უკრაინელი ადვოკატი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, იგი დაკავებული იქნა რუსეთის მიერ გამოგონილი ცრუ ბრალდების საფუძველზე ინტერპოლის მიერ. როგორც მედიით გაჟღერდა ინფორმაცია, რუსეთს სურვილი აქვს შური იძიოს იმ ვაჟკაცი მეომრების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის საუკუპაციო არმიის წინააღმდეგ როგორც აფხაზეთის საომარი მოვლენების დროს, ასევე 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოში რუსეთის საუკუპაციო ჯარის წინააღმდეგ და იცავდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ქართველი მეომრის დაცვა პირველყოვლისა საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა. სხვა შემთხვევაში არც ერთ მეომარს არ ექნება იმის რეალური განცდა, რომ მათ იცავს თავის სახელმწიფო, რომ არაფერი ვთქვათ უმადურობის განცდაზე, ამასთანავე მის უკრაინელ ადვოკატი მედიასთან აჟღერებს გარკვეული კითხვებს, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები?… იმედია ეს კითხვები საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესებისა და შესწავლის საგანიც გახდება.
საქართველოს სახელმწიფოსათვის ქართველი მეომრის დაცვა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორი
ული მთლიანობისათვის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ხელისუფლების, საზოგადოებისა და ქვეყნის ღირსების საქმეა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი სიცოცხლისათვის მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად და მისი საქართველოში დაბრუნებისათვის", -  აღნიშნულია სამეფო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq