საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

9 აპრილი-თარიღი, რომელიც უნდა გვახსოვდეს და მხოლოდ იმ დღეს ერთი ყვავილის მიტანით არ უნდა შემოვიფარგლოთ…

არის მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებიც მხოლოდ იმ დღეს არ უნდა გავიხსენოთ და ერთი ყვავილის მიტანით, თუ ერთი სანთლის ანთებით არ უნდა მოვიხადოთ ვალი.
9 აპრილი ერთ-ერთი ამ თარიღთაგანია და ალბათ სწორედ დღეს კიდევ ერთხელ უნდა მივაგოთ პატივი იმ გმირებს, რომლებსაც სიცოცხლე სამშობლოს სადარაჯოზე დაატოვებინეს რუსი ჯარისკაცების ალესილმა ნაჯახებმა.
ცხრა აპრილის პერიოპდის მოვლენების გახსენება ვთხოვეთ , ცხრა აპრილის  მონაწილეს და მოვლენების დროს  დაზარალებულს,   იმ პერიოდში ეროვნული- განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წარმომადგენელს  და ეროვნულ მოძრაობაში  ადამიანის უფლებების ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი თევზაძეს,  რომელიც ამჟამადაც   განადგრძობს აქტიურად მოღვაწეობას უფლებადაცვის საქმიანობით.
საქართველოში ეროვნული მოძრაობის პერიოდი 1988 წელი სურათზე გიორგი თევზაძე, მერაბ კოსტავა, ნოვე მჭედლიშვილი 


-„1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის სამხედრო ნაწილებმა  დილის 4 საათზე მთავრობის სასახლის წინ საქართველოს თავისუფლების მოთხოვნისათვის  არნახული  სისასტიკით და უმოწყალოდ დაარბიეს ქართველები, რომლებსაც რკინის ხელკეტებს ურტყამდნენ, ნიჩბებით  ჩეხდნენ, აკძალული ქიმიური გაზი გაუშვეს (როლის შედეგადაც  ათასობით ადამიანი  მოიწამლა,  ხოლო  საბჭოთა იმპერიული  ხელისუფლება საკმაო დროს განმავლობაში  ასაიდუმლოებდა  გაშვებული გაზის ქიმიურ შემადგენლობას, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ) , მთავრობის წინ ათასობით ქართველი  იდგა. ჯარის მუხანათურად შემოსვლის შემდეგ ოფიციალური მონაცემებით მიტინგის ბარბაროსულად დაშლის დროს  ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი,  მათ შორის 14 მანდილოსანი, ერთი მათგანი ორსული გოგონა, ბარბაროსულად მოკლულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგო იყო…
უდავოა,  რომ 9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში და თავისი მნიშვნელობით   იგი ისტორიაში დარჩება  როგორც საქართველოს სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძების და თავგანწირვის სიმბოლო. ამ დღეს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულები საქართველოს უახლოესი ისტორიის გმირები არიან და მათ გმირობაზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.
ასევე დაუვიწყარი და  მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული გმირის,  ქართული ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერის, მერაბ კოსტავას წარმოთქმული მიმართვა ქართველი ერისადმი, ცრა აპრილს გამთენიისას, როდესაც სულ რამდენიმე წუთი გვაცილებდა საბჭოთა კაცთმოძულე სამხედრო ნაწილების თავდასხმისაგან, მერაბ კოსტავამ ასე მიმართა იქ მდგომ ათასობით მომიტინგეს და სრულიდ საქართველოს:
– „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არიერთერთი უდიდებულესი როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე ა
მ ტანჯვა ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასე შეკრული ასე მთლიანი  წარმოსდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე“
ეს დღე ერთდროულად მწუხარებისა და გამარჯვების დღეს წარმოადგენს. ამდენად, მას დამსახურებული ადგილი უკავია საქართველოს ცხოვრებაში და ისტორიის ფურცლებზე.  ყველა დროის ხელისუფლებას ევალება სათანადოდ დააფასოს და გაითვალისწონოს 9 აპრილის მონაწილეების მიერ გაწეული ღვაწლი იმ ღირებულებების დასაფასებლად, რომელსაც შეეწირნენ გმირები და რომლის შედეგადაც  ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს აქციის მონაწილეებმა, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველების აბსულუტურ უმრავლესობისათვის  ყოვლად წმინდაა სამშობლოს მცნება,  რომელიც სიცოცხლეზე მეტად  გვიყვარს და როდესაც ქართველი ადამიანი, თუნდაც რამდენიმე დღით ტოვებს  თავის სამშობლოს, მალევე ნოსტალგია ეუფლება, ამიტომაც ქართველებს სამშობლო  განსაკუთრებულად გვიყვარს, საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც,  ცხრა აპრილი კი სწორედაც ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს.
ეროვნული მოძრაობის პერიოდი. გიორგი თევზაძე.


კარგად მახსოვს, როცა საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა  8 აპრილს თბილისის ქუჩებში ქართველთა  „შესაშინებლად“ მოაწყო ტანკების ქუჩაში ჩატარების დემონსტრირება, ამით ეგონათ, რომ თითქოს ქართველებს შეაშინებდნენ და უარს ათქმევინებდნენ ყველაზე მთავარ ღირებულებებზე, რომელსაც  თავისუფლება და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ჰქვია, მაგრამ  მათ დაინახეს, რომ შეცდნენ და მათმა  ამ ქმედებამ საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. მე არ მახსენდება არც ერთი ჩემს გვერდით მდგომი, რომლის თვალებში შიში ამომეკითხა, არ მახსენდება არც ერთი მათგანი, რომელმაც იქაურობა დატოვა, პირიქით,  ქართველ ერში გაიზარდა თანადგომა და არათუ  შემცირდა მომიტიგენთა რაოდენობა, არამედ რიცხობრივად   უფრო გაიზარდა და ეს იყო მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ვერც ერთი იმპერია ძალმომრეობით  ვერ დაიმონებს ქართულ სულს და ნებას.
ვიხსენებ იმ დღეებს და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ იქ ვარ, ვხედავ ყველას და მესმის მათი ხმები. ჩვენ ერთმანეთის სუნთქვასაც კი ვგრძნობდით და უსიტყვოდ გვესმოდა…გული მწყდება, რომ მხოლოდ 9 აპრილს ხდება ამ ისტორიული დღის გახსენება და გმირებისადმი პატივის მიგება. ჩვენმა თაობებმა უნდა იცოდნენ მათი სახელები და უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში იყო 9 აპრილი, ერის გაერთიანების და გამოღვიძების დღე.


უფლებადამცველი და ცხრა აპრილის მონაწილე გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს, 9 აპრილის დაზარალებულთა ჯანმრთელობის მიმართ ადეკვატური ყურადღება გამოიჩინოს, შეიმუშავოს მათვის სოციალური სახელმწოფო პროგრამები და უზრუნველყოს მათი შესაბამისი  დაფინანსება.
გადმობეჭდილია:
http://www.geomediatv.ge/9-აპრილი-თარიღი-რომელიც-უნ/
 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq