საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი - ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი (+96)

3 (16) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის - ათენელი ეპისკოპოსის, რუსტიკე ხუცესისა და ელეფთერ დიაკონის (+96) ხსენების დღე.

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის - უზენაესი სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. 96 წელს გალიაში, ქალაქ ლიუტეციუსში (პარიზის ძველი სახელწოდება) წმიდანები შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. ჩვენამდე მოაღწია დიონისე არეოპაგელის თხზულებებმა, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. წმიდა დიონისე 4 იანვარსაც იხსენიება (უფრო ვრცლად მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული). 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

29 მაისი - ხსენება ნეტარი მუზა ქალწულისა (V) და წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსად მსახურობდა 820-829 წლებში, ხატთმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. 842 წელს გარდაიცვალა მიტილინში. ნეტარი მუზა ქალწული ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა.
27 მაისი - ხსენება წმიდა მოწამე მაქსიმესი (+250)
წმიდა მოწამე მაქსიმე აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
gaq