საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართალი ეზეკია, იუდეველთა მეფე (721-691 ქრისტეს შობამდე)
წმიდა შუშანიკის ხსენების დღე
ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე შუშანიკი სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული იყო.
წმ. ამბროსი ხელაია - ერი და ბერი
კათალიკოზები იყვნენ მფარველნი დაჩაგრულთა, დასჯილთა და სასიკვდილოდ გამზადებულთაც. ეკლესიას და კათალიკოზ-ეპისკოპოზებს ჰქონდათ შენახული უფლება შევედრებულ ხელუხლებლობისა. ისინი იყვნენ ხალხის შუამდგომელნი შაჰების და სპარს-ოსმალოთა მეუფროსეთ წინაშე.
ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა
ქართველ საზოგადოებრიობას ანასტასია წარუდგა ვალტერ სკოტის “ირლანდიელი ქვრივის” თარგმანით, რომელიც გაზეთ “დროებაში” დაიბეჭდა 1879 წელს. ანასტასიამ გამოსცა ლამაზად გაფორმებული საბავშვო წიგნები “მოლაღური”, “ხუთი ამბავი”, “ხატაური”. თარგმნა “რობინზონ კრუზო”, “ტახტის მემკვიდრე”, “მათხოვარი”, ლანშის კომედია “ბაქი-ბუქი” და სხვა.
წმიდანი ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსნი და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი (IV)
25 (07.09) აგვისტო
სერაპიონ საკვირველთმოქმედი, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი
24 (06.09) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის სერაპიონ საკვირველთმოქმედს, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1747) ხსენების დღეს
წმიდა მოწამე ევლალია ქალწული (+დაახლ. 303); წმიდა მოწამე ფელიქსი (+დაახლ. 303)
22 აგვისტოს (4 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ევლალია ქალწულის (+დაახლ. 303) და წმიდა მოწამე ფელიქსის (+დაახლ. 303) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი; ღირსი ანთუსა და მსახურნი მისნი - წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტე
22 (04.09) აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსის (+270-275); ღირსი ანთუსას (+დაახლ. 298) და მსახურთა მისთა - წმიდა მოწამეთ ქარისიმეს და ნეოფიტეს (III) ხსენების დღეს.
ნაწყვეტი ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან (და ლოცვა)
ევსტათი მცხეთელის მარტვილობა არის შესანიშნავი ძეგლი ძველი ქართული ლიტერატურისა. მისი ავტორის სახელი სამწუხაროდ უცნობია, მაგრამ ნაწარმოებში კარგად ჩანს ევსტათი მცხეთელისა და მისი მარტვილობის ავტორის განსწავლულობა. ევსტათი, ჯერ როგორც მოგვის შვილი, განათლებული იქნებოდა. რწმენის ძებნაში კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცოდნის თვალსაწიერი. მან შეისწავლა სხვადასხვა რელიგია, აირჩია ქრისტიანობა და შეიცნო მისი პრინციპები.
ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (+1029)
10 აგვისტოს აღესრულება ღირსი გიორგი მაშენებლის ხსენება, რომელიც იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ, თავის შვილს, ღირს ექვთიმეს გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: „შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა“.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq