საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ანდრია აფაქიძე
დიდი ქართველოლოგი მარი ბროსე
1802 წლის 5 თებერვალს, პარიზში დაიბადა ცნობილი ორიენტალისტი და ქართველოლოგი მარი ფელისიტე ბროსე (Marie-Félicité Brosset).მომავალი ქართველოლოგი დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ჯერ ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ასევე ლექციებს ისმენდა კოლეჟ დე ფრანსში. უნდა გამხდარიყო სასულიერო პირი, მაგრამ გადაიფიქრა და ფილოლოგიის შესწავლის გზას დაადგა.
თევდორე ჟორდანია
დიდი ენათმეცნიერი - გიორგი ახვლედიანი
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში" (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963).
ივანე ჯავახიშვილი
ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მას ფუძემდებლური ნაშრომები აქვს დატოვებული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.
სიმონ ავალიანი
აკაკი შანიძე
აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1887, სოფ. ნოღა, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950).
იოსებ ყიფშიძე
იოსებ ყიფშიძე (დ. 25 აგვისტო 1882, სოფელი რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 21 თებერვალი 1919, თბილისი, საქართველო) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი, ქართული ენის კათედრის გამგე (1918-1919).
დიმიტრი ბაქრაძე
1826 წლის 26 ოქტომბერს (7 ნოემბერს) დაიბადა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე
გაიოზ რექტორი - ოსური ანბანის შემქმნელი
გაიოზ რექტორი დ. 1746, სოფ. მაღარო, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 20 თებერვალი, 1821, ასტრახანი), ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი.
1 2 3 4 5 6 7 8 9

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq