|
სიმონ ავალიანი
სიმონ ლუკას ძე ავალიანი (დ. 27 მარტი, 1881, ქუთაისი — გ. 12 აგვისტო, 1922, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.
1904 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1909 წელს იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, მაგრამ მალე დაითხოვეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1909–1916 წლებში მასწავლებლობდა ოდესის კერძო სასწავლებელში და თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობებში.1916–1918 წლებში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1919 წლიდან თსუ-ს პროფესორი, 1919–1920 წლებში - ფინანსთა მინისტრის ამხანაგი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მთავრობაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის კომისარიატში. 1921–1922 წლებში იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი. დაწერილი აქვს 50-მდე შრომა ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე.
ქართულ ისტოგრაფიაში ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა მეცნიერულად 1861 წლის საგლეხო რეფორმის ისტორია ამიერკავკასიაში. ავალიანის გამოკვლევებს დღესაც არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება. ავალიანმა თსუ-ში პირველმა წაიკითხა ლექციების კურსი: კოოპერაციის, დასავლეთ ევროპის ეკონომიკის ისტორიის, საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში მიწათმფლობელობის, საქართველოში აგრარული რეფორმის, XIX-XX საუკუნეებში საქართველოს ეკონომიკის ისტორიის, საქართველოს სამთამადნო მრეწველობის და სხვა საკითხებზე. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|