|
|
24 (06.06) მაისი
|
|
II მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 381 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.
|
|
წმიდა მოწამე ვლადიმერ სერბეთის მთავარი ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს - ილირიასა და დალმაციას. ის გამოირჩეოდა კეთილმოწყალებით, სათნოებით, დიდსულოვნებით და სიმამაცით. ვლადიმერი იყო დაუცხრომელი მლოცველი, ეკლესიათა მშენებელი და ქტიტორი.
|
|
წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესათვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას.
|
|
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
|
|
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი, ვისი ხსოვნაც აღესრულება 20 ივნისს, გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც.
|
|
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
|
|
წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
|
|
ღირსი თეოდორე ტრიხინი მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს.
|
|
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს.
|
|