|
ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში. მუსხელიშვილს ფუძემდებლური გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში და სხვა.
|
|
ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმაზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ და ფრანგულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც.
|
|
მას იშვიათად ვხედავდით. მხოლოდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მკაფიოდ ჩვენი თაობის ცხოვრებაში, როცა აკადემიკოსებმა პროტესტი გამოთქვეს 9 აპრილს წითელი არმიის მიერ ჩადენილი მხეცობის გამო: "მე ვიცი, ვინც გააკეთა ეს..." განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
|
|
ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მას ფუძემდებლური ნაშრომები აქვს დატოვებული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.
|
|
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი (დ. 5 აგვისტო [ძვ. სტ. 17 აგვისტო], 1875, გორი ― გ. 22 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970) და საპატიო პრეზიდენტი (1970 წლიდან).
|