|
|
თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 გამოცემას. მიუხედავად იმისა,რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ომში, აღწერა ეს ბრძოლა. აღწერა ერეკლე მეორეს ცხოვრების ბოლო პერიოდი.
|
|
ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი. 1737, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714, მეფე 1716-1724
|
|
შეიკრიბა სამეფო დარბაზი და მეფეს სთხოვეს, არ დამორჩილებოდა ყაენის ბრძანებას, გახიზნულიყო მთიულეთში ან დასავლეთ საქართველოში, სადაც მონღოლები ვერ ახერხებდნენ შესვლას. მაგრამ დიმიტრი მეფემ არ ჩააგდო ხიფათში თავისი ხალხი, რომელთაც, ასეთ შემთხვევაში, თავს დაატყდებოდა მონღოლთა რისხვა...
|
|
აშოტ კურაპალატს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამხრეთი რეგიონების ხელახლა ათვისებაში, იქ ეკლესიებისა და ქალაქების მშენებლობაში. სამხრეთ ქართული სამეფოს დაარსებაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი, დამწყები, საქართველოს კვლავ გაერთიანებისა. მისმა შთამომავალმა ადარნასე II-მ მიიღო კიდეც ქართველთა მეფის წოდება, თუმცა აშოტ კურაპალატიც მეფე გახლდათ, „მეფეთა ტახტზე მჯდომი“.
|
|
1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.
|
|
კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშა ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა.
|
|
გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გიორგი XII გარდაიცვალა ტფილისში 1800 წლის 28 დეკემბერს, დასაფლავებულია სვეტიცხოველში. მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორ პავლე პირველს მისი ვაჟი დავითი ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა აღიარებული.
|
|
სამეფო გვარის შვილი - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
|
|