საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ
მაჰმადის რჯულის ქართველები საქართველოს გარედაც სცხოვრობენ, ყველანი სამშობლოდან არიან გარდახვეწილნი ნებით და უნებურად სხვა და სხვა დროს და მათი მდგომარეობა უფრო სატირალი და უნუგეშოა, ვიდრე საქართველოში მყოფ მაჰმადიან ქართველებისა, რომელთაც ასე თუ ისე მაინც მიწვდებათ მოძმეების იმედიანი სიტყვა. სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა რიცხვი არც ისე მცირეა, რომ მათი ცხოვრება, ეროვნული შეგნება არ იყოს ჩვენთვის ყურადსაღები და დასაფიქრებელი. მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ სცხოვრობენ შორეულ სპარსეთში და შავისა და მარმარილოს ზღვების პირად ოსმალეთში...
რატომ გახდა პოლიტიკოსი შალვა მაღლაკელიძე (ჯვრისა და მთვარის საქართველო)
მე ვარ სამხედრო ექიმი, პოლკოვნიკი, მაგრამ ტყვეო და არ მეშინია, მამაშვილურად გელაპარაკებით, ბაქოდან თბილისში მოსულიო. თქვენ არ შეგეშინდეთ, არავითარი ცნობები მე არ მჭირიაო, ჩემი ძმა სულთანის მინისტრი არისო (მერე გამოირკვა, რომ კონსტანტინეპოლში მართლაც იყო ,,ლორთქიფანიძე-ბეგი''). – ერთი რამ უნდა გითხრათ, – განაგრძო მან, – ამ ომს შეიძლება ბევრი რამ მოყვეს და ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთიანი, დიდი საქართველო, ჯვრისა და მთვარის საქართველო.
შავი დრო /ქართველთა გადასახლება ფერეიდანში/
ქართველები რიცხვით სპარსეთში ერთს მილიონამდის არის წაყვანილი, მეტიც. მერე რა იქმნა ეს ხალხი? რა იქმნა და ზოგი გზაში გაწყდა, ზოგი შიგ სპარსეთში, ზოგი გადაგვარდა და ამით მოისპო ყოველივე, თავი შეირჩინეს მხოლოდ აი აქ ანუსხულთა სოფლის ქართველთა, რომელნიც შაჰ-აბაზმა სპარსეთის განაპირა ადგილებში დაასახლა საყარაულოდ და სადაც სპარსთ მათში მისვლა-მოსვლაც არ აქვნდათ; აი ამ გარემოებამ დასტოვა ეს ხალხი დღემდე თავის ენით, თორემ ესენიც რომ სხვებივით დაეფანტა აქა იქ მთელს სპარსეთში, მაშინ აღარც ხსენება იქნებოდა მათი.
ქართველ ებრაელთა ღვაწლი და მომავლის კეთილი ნება
ოცდაექვსი საუკუნის მანძილზე ცხოვრობენ საქართველოში ებრაელები. იმ დროიდან მოკიდებული, რაც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი მათი ნაწილი ქვეყნიერებაზე დაიფანტა და ერთი ჯგუფი იბერიელებმა შეიფარა, მათ არასოდეს უგრძვნიათ თავი უცხოდ ამ მიწაზე. კიდევაც მეტი, ქართველ ხალხს იმდენად შეეთვისნენ და შეეხმატკბილნენ, რომ საკუთარ ეროვნებას მათიც ზედ დაურთეს და ,,ქართველ ებრაელად'' იწოდნენ. საუკუნეების მანძილზე თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ორივე ერის სახელსა და ღირსებას.
ლაზეთი
შე ლაზურო აფრავ - ჩემო საპერანგე, ლეგენდად თუ ზღაპრად საით დამეკარგე. სიზმარო თუ ზღაპარო, გიცნობ ლაზისტანად, მაგრამ ვიღამ ახაროს ე მაგ ვაზისთანა?!*
ნოვოივანოვკა
ამ ველებში ქართველები 1912 წლიდან დასახლებულან, ადრე დაღესტანში უცხოვრიათ, მაგრამ სოფლის მფლობელს მიწა-წყალი გაუყიდია, ხოლო ახალ პატრონს ქართველი გლეხები მამულიდან გაუძევებია.
პლასტუნკა
მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლები... მეფის ხელისუფლებამ ყირიმის ომის დამთავრების უმალ, სოჭის ჭაობიან, უკაცრიელ ადგილებში იძულების წესით შემოიყვანა და დაასახლა რუსეთის არმიის ჯარისკაცები ყუბანიდან და ქვეყნის ევროპული ნაწილის სხვა მხარეებიდან. ახალდასახლებულებმა, მათ შორის ყუბანელმა კაზაკებმაც, ვერ გაუძლეს შეუჩვეველ კლიმატს, აჯანყება მოაწყეს. მათ წინააღმდეგ მეფის სატრაპებმა გარნიზონის ნაწილებს - პლასტუნებს მოუხმეს.
საინგილო
ძველი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღევანდელი საინგილოს ტერიტორია ქართველებითა და ქართველთა მონათესავე ტომებით - ჰერებით ყოფილა დასახლებული.
1

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq