|
|
იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ურდუ ენაზე ერთი ანდაზა: ,,მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო''.
|
|
პავლე პირველმა 1801 წლის 18 იანვარს გამოაქვეყნა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ორმოციც არ იყო გასული 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაცვლილი გიორგი XII-ის გარდაცვალებიდან. სულ ორ თვეში კი თავადაც ემსხვერპლა საქართველოს წინაშე ჩადენილ ბოროტებას – 1801 წლის 11 მარტს, შეთქმულებმა, სხვათა შორის, ქართველი კაცის მეთაურობით, სიცოცხლეს გამოასალმეს.
|
|
გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე – ( 1886 – 1937) საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, პოლიტბიუროს წევრი.1921 წელს მან უხელმძღვანელა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. იგი ასრულებდა სტალინის ცნობილ მითითებას („დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში“ ).
|
|
საქართველოს გაერთიანება – არა მარტო იდეურად იყო მომწიფებული იმ დროს მოწინავე ქართველი ერის წრეებში, არამედ იგი ხორცს ისხამდა პრაქტიკულადაც. საჭიროღა იყო საქართველოს ორივე სამეფოს შეერთება და ამ ნიადაგზე გაერთიანებული საქართველოს აღდგენა. მაგრამ ჩვენდა სავალალოდ, ერეკლემ ვერ გამოიჩინა საჭირო სიმტკიცე ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად.
|
|
ციციანოვის სახელი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ–ერთი დამასამარებელისა და რუსული რეჟიმის განმტკიცებისათვის თავდადებული მებრძოლისა.
|
|
მისი ლექსები საინტერესოა, როგორც პოეზიის, ისე ისტორიული თვალსაზრისით. მართალია, დიდი მწვერვალებისთვის, როგორც პოეტს, სტალინს არ მიუღწევია, მაგრამ ფაქიზი დამოკიდებულება თუ პოეტური მსოფლაღქმა ნამდვილად ჩანს ლექსებში...
|
|
საბჭოთა კავშირი უძლეველი, დაუმარცხებელი, ხელუხლებელი და უძრავი ეგონა ყველას. ყველას შეიძლება არა, მაგრამ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მაინც. სსრკ-ს ყოვლისშემძლეობის მითის მსხვრევა მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, უფრო სწორად, ფაქტიურად ჩაშლისას დაიწყო.
|
|
აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფეს გიორგი X-ს, რომელმაც მათ პაპუნა ამილახვარი მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა.
|
|
|
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. | წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. |
| | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
|