|
ცნობები ავღანეთში ქართული დასახლებების შესახებ ჰერათის მხარეში.
|
|
ვიკიპედიაში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 150 ათასი ქართველი სახლობს ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში).
|
|
უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში ერთობ პოპულარულია ჰიპოთეზა ინდოსტანის სუბკონტინენტზე ქართველთა კომპაქტური განფენის შესახებ. ზოგჯერ სერიოზულად ეძებენ ინდურ ეროვნულ ჯგუფებში უშუალო შთამომავლებს თუ არა, შორეულ მონათესავეებს მაინც. ჩვენი აზრით, ასეთი მოვლენის განმაპირობებელი წყაროა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ა)საქართველო-ინდოეთის ხანგრძლივი ეკონომიკურ-პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობა, ბ)ქართველთა რეალური შეღწევა ინდისა და განგის ნაპირებზე, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ მხარეებში.
|
|
ცნობილმა მწერალმა და სპორტულმა ჟურნალისტმა ალექსანდრე კიკნაძემ, „იბერიის ლეგენდისა“ და „სამეფო ფურისულას“ ავტორმა, რომელმაც თავის სიცოცხლის დიდი ნაწილი უძღვნა ქართულ-ბასკური ჰიპოთეზის კვლევას, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დიდი ინტერესი გამოიჩინა სარდინიის მიმართ.
ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტებს 1983 წელს გამოცემული მისი წიგნიდან „მიხეილი და ეუჯენიო“:
|
ჩემი გამოკვლევების დროს გავიგე, რომ ქართველები (გურჯები) ატარებენ ისეთივე კულტურულ ნიშნებს, აქვთ ისეთივე ჩვეულებები, სამოსელი, ფოლკლორი და ისევე საქმიანობენ, როგორც ჩრდილო ინდოეთის "გუჯარები", რომლებიც გვხვდებიან რაჯასტანში
|
ქართველებისა და ბასკების ნათესაობის პრობლემა დიდი ხანია აინტერესებს მეცნიერებას, ქართველ საზოგადოებრიობას.
ოცი საუკუნეა კაცობრიობის ისტორიაში ტრიალებს აზრი პირენეის ნახევარკუნძულის მკვიდრთა და ქართველთა ეთნიკურ ლინგვისტური მიმართების თაობაზე.
|
- აფრიკაში, საჰარის უდაბნოს პირას, ქალაქ უარგლაში (ბ. განის სიტყვით, ვარგლაში), გამოჩენილი მოგზაურის დოქტორ ელისეევის სიტყვით, ცხოვრობენ ქართველები... სხვადასხვა ერის წარმომადგენელს და სხვადასხვა ენაზედ მოლაპარაკეთ ბევრს ნახავს აქ კაცი. ხშირად შეგხვდებიან ბერბერები და არაბები სხვადასხვა გვარისა; შემდეგ ზანგები და ქართველები უცნობი შთამომავლობისა...
|