საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > შორეული ახლობელი

რატომ გახდა პოლიტიკოსი შალვა მაღლაკელიძე (ჯვრისა და მთვარის საქართველო)
ნატო გიორგაძე

გავიხსენოთ შესანიშნავი ქართველი პატრიოტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდადებული მოღვაწის, ემიგრაციაში ქართველი ნაციონალისტების ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ვერმახტის გენერლის, ათასობით ტყვე ქართველის სიკვდილისაგან გადამრჩენის, შალვა მაღლაკელიძის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი. ვფიქრობთ,  მკითხველისათვის საინტერესო იქნება დიდი მამულიშვილის მოგონებების გახსენება წიგნიდან ,,ქართველები გერმანული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში''. ეპიზოდთა სათაურები ჩვენი მოფიქრებულია.

 შალვა მაღლაკელიძის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის, რა თქმა უნდა, მშობლებს. მისი მოგონებებიდან ცნობილია, რომ მამამ ყველაფერი გააკეთა შვილისათვის, არ დაიხია არაფერზე უკან.

 ასევე შესანიშნავ ქართველ პედაგოგებს და საზოგადო მოღვაწეებს, მის მეგობრებს, გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს და პოეტებს; არაქართველ ადამიანებსაც კი, რომელთაც ხიბლავდა მისი რაინდული გარეგნობა და ვაჟკაცური ხასიათი. მან ხომ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

ასევე საინტერესოა ლორთქიფანიძეების საგვარეულოს წარმომადგენელთა საკმაო წვლილიც მისი ბედის ფორმირებაში. იგი გვიამბობს: ,,როცა მე დავიბადე, მამაჩემს გადაუწყვეტია – თავადი სევერიან ლორთქიფანიძე რომ მოდიოდა ეკლესიაში კაპიტნის პაგონებით, ისეთი პაგონებიანი იყოს ჩემი შვილიცო... რომ გავხდი 6 წლისა, მიადგა თავად ლორთქიფანიძეს ნიკო – მამაჩემი. ეს იყო პირველი იურისტი და უთხრა, მე და შენს ძმას ალექსანდრეს ერთი ძუძუ გვაქვს ნაწოვი, დედაჩემისო, დამეხმარე, მინდა, რომ ჩემი ბიჭი კადეტთა კორპუსში მომიწყოო. შენ რომ პატარაობისას პაგონები გეკეთა და ,,ჩესტს'' რომ იღებდიო, ისე მინდა ჩემს შვილსაც ჰქონდესო. ხარჯს არ დავერიდებიო. ნიკოია, გასულელდი, – უპასუხია ნოე ლორთქიფანიძეს, – შენს შვილს ვინ მიიღებს კადეტთა კორპუსში. ის ჩვენთვის არის, თავადაზნაურობისთვის. შენ გლეხკაცი ხარ და მეტრიკაც არა გაქვსო, მეტრიკა ხომ უნდა მოიტანოო. ფულს გავიღებ, ნაუმ, ჩემოო, – უპასუხია მამაჩემს, ფული არ ჭრისო, უთქვამს ლორთქიფანიძეს, ღირსება ჭრისო. ყაძახი ხარ შენ, ყაძახიო. მე შენ გირჩევო, შეძლებული კაცი ხარო, ვენახი გაქვსო, სამოყიანი თოხი უყიდეო, მიეცი ხელშიო. სამოყიანი თოხი არის თქვენი, ყაძახების საქმეო. მამაჩემმა იფიქრა, ქვეყანა რომ დაიქცეს, ბავშვს პაგონები მაინც უნდა დავაკრაო. რაცხას მოვახერხებ, წავალ ქუთაისშიო''.

მართლაც, მოხერხდა, რომ პატარა შალვას დაწყებითი განათლება მიეღო სერაპიონ ადეიშვილთან, შემდეგ: ,,ერთ დღეს მივედი სახლში და დამხვდნენ სტუდენტები მამაჩემთან ერთად, სვამდნენ. თურმე, მამაჩემს გადაუწყვეტია ჩემი გიმნაზიაში წაყვანა და ესენი რეპეტიტორებად უნდოდა. ორი სტუდენტია: შალვა სანებლიძე მღვდლის შვილი, მედიკური ფაკულტეტიდან და ჩვენი სალხინოს აზნაური კოლია ლორთქიფანიძე, იურიდიული ფაკულტეტიდან.

წამიყვანეს ქუთაისში და მიმიღეს კერძო გიმნაზიაში, მეორე კლასში. ეს კერძო გიმნაზია იყო, ქართული, სადაც თავმოყრილი იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც შემდეგ ცნობილი სწავლულნი და პროფესორები გახდნენ: დიტო უზნაძე, გრიგოლ ნათაძე, ალ. გარსევანიშვილი, მომავალი აკადემიკოსი ჯანელიძე. ქართული ენის მასწავლებელი და გიმნაზიის ინსპექტორი იყო სილოვან ხუნდაძე, ხოლო გიმნაზიის დირექტორი გახლდათ იოსებ ოცხელი''.

გიმნაზისტი შალვა მაღლაკელიძე ქუთაისში ცხოვრობდა საშა წულუკიძის ოჯახში, რომლის მეუღლეც ლორთქიფანიძის ქალი იყო.

როგორც ჩანს, მამა გრძნობდა, რომ მისი ვაჟი, როგორც მხედარი, სამშობლოს გამოადგებოდა და იგი არც ცდებოდა. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში შალვა უდოკუმენტოდ მიიღეს, იქიდან მეორე კურსის სტუდენტი თავისი სურვილით გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში და გამოაგზავნეს თბილისში, სამხედრო სასწავლებელში. ასე გახდა იგი ჯარისკაცი. ჯარისკაცი, რომელმაც მრავალჯერ ასახელა სამშობლო და მოღვაწე, რომელსაც დიდი პატივით ხვდებოდა და იღებდა ყველა, მათ შორის, რომის პაპი, იტალიის

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იმპერატორი – ვიქტორ-ემანუელი, ძველი ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი და ახალი დემოკრატიული გერმანიის აღმშენებელი ადენაუერი, პოლონეთის ლიდერები და პაკისტანის მომავალი პრეზიდენტი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა.

ახლა კი გავიხსენოთ, როგორ გახდა იგი პოლიტიკოსი.

 რატომ გავხდი პოლიტიკური მოღვაწე

,,ეხლა მოვყვები იმ ამბავს, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და რამაც მთელ ჩვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია.

მეხუთე ასეულში არის ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი ბაგრატ ილურიძე, კარგი პატრიოტი ბიჭი. ერთ დღეს გავედით სასეირნოდ თბილისში, მაგრამ გოლოვინის, ახლანდელი რუსთაველის პროსპექტზე, ბევრი გენერლები დადიან და ჩვენ დავიმალეთ – გვეზარება მისალმების ცერემონია. ჩავედით ალექსანდრეს ბაღი რომ არის, ახლა ძნელაძის ბაღი, ქვედა ბაღში, მაშინ გაყოფილი არ იყო, ახლა იქ ძნელაძის ძეგლია და მაშინ იმ ადგილას იდგა (მგონი ეხლაც არის) ,,სკამეიკა''. დავჯექით ამ ,,სკამეიკაზე'' მე და ბაგრატ ილურიძე. უცებ მოულოდნელად მოვიდა ჩვენთან ცივილურ ტანისამოსში ჩაცმული კაცი, შავი შლიაპა ახურავს, შავ ტანისამოსში და დაჯდა ჩვენთან. შეგვეკითხა, რაღაც უცნაური, თურქული თუ სპარსული აქცენტით, მაგრამ ქართულს კარგად ლაპარაკობს – ქართველები ხართ? – კი, ბატონო. – სამხედროდ ემზადებით, არა? – დიახ, ბატონო-თქო. – დიდი მთავრის სასწავლებლიდან ხართო? მამაშვილურად თუ შეიძლება თქვეთან ლაპარაკიო (და მახსოვს ის, არ დამავიწყდება, აქედან დაიწყო მთელი ჩემი პოლიტიკური ამბავი) – თუ თქვენ გვიკადრებთ, ჩვენ საწინააღმდეგო რა გვაქვს-თქო. გვკითხა: თუ იცით, რა არის სამაჰმადიანო საქართველოო. ბაგრატმა უთხრა: ვიცითო. – რომელ კუთხეს თვლითო სამაჰმადიანო საქართველოდ? ბაგრატმა უთხრა: – ბატონო, თქვენ, ალბათ, უკეთესად იცითო და ჩვენ, მე და ჩემი ამხანაგი, მაგ საკითხში მაინცდამაინც ვერ ვერკვევითო. ისე, ჩვენი გაგებით, ბორჯომის გადაღმა თათრებიაო. – ყმაწვილებო, აღარ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე ქართველი მაჰმადიანი ვარ, ჩემი გვარია ლორთქიფანიძეო. მე ვარ სამხედრო ექიმი, პოლკოვნიკი, მაგრამ ტყვეო და არ მეშინია, მამაშვილურად გელაპარაკებით, ბაქოდან თბილისში მოსულიო. თქვენ არ შეგეშინდეთ, არავითარი ცნობები მე არ მჭირიაო, ჩემი ძმა სულთანის მინისტრი არისო (მერე გამოირკვა, რომ კონსტანტინეპოლში მართლაც იყო ,,ლორთქიფანიძე-ბეგი''). – ერთი რამ უნდა გითხრათ, – განაგრძო მან, – ამ ომს შეიძლება ბევრი რამ მოყვეს და ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთიანი, დიდი საქართველო, ჯვრისა და მთვარის საქართველო. ამისათვის იყავით ვაჟკაცები და შეეცადეთ კავკასიის ფრონტზე მოხვდეთ, თურქების წინააღმდეგ, მაგრამ ამისათვის თქვენ წარჩინებით უნდა დაამთავროთ სასწავლებელი, რადგანაც ვაკანსიები ქართველებისათვის საქართველოში არ არსებობს და ამიტომ თავი ისე უნდა ისახელოთ, რომ გამონაკლისი დაუშვან და ჩემი თხოვნა იქნება, ასეთ შემთხვევაში ყარსში ან ახალციხეში მოხვდეთო.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველი თვის ბოლოს ბაღში, ამ ადგილას შევხვედროდით ერთმანეთს. დავამთავრეთ სასწავლებელი პირველი ხარისხით, ლორთქიფანიძეს ვხვდებოდით რეგულარულად, ვსაუბრობდით პოლიტიკურ გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ ვსწავლობდით... გამომიძახეს პირველი მე, ქუთაისში არის ვაკანსია. გენ. ზაგიუს ეს გაუხარდა და მთავაზობს. არადა, მე ყარსში ან ახალციხეში მინდა, ხოლო ყარსში და ახალციხეში სულ სამი ადგილია... როგორც მოგეხსენებათ, პირველად მე გამომიძახეს და ავირჩიე ახალციხე. მითხრეს კიდევაც, ქუთაისელი კაცი ხარ და ახალციხეში რატომ გსურსო. მაგრამ მე ხომ არ გავუმხელდი, შეთანხმებული რომ ვიყავი მაჰმადიან ლორთქიფანიძესთან, პოლკოვნიკთან. ბაგრატმა აირჩია ყარსი და ჩვენ ორივენი თავთავის ადგილზე აღმოვჩნდით. ამის შესახებ ვაცნობეთ მას და შემდეგ აღარ შეგვხვედრია. არც მე და არც ბაგრატს, რომელიც ჩემთან ერთად აღმოჩნდა ემიგრაციაში, ალბათ, დაიღუპა სადმე''...

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq