|
ზნეობის ნორმები იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მეხუთე თავში გაიოზ (გია) მამალაძე
1830 წლის 15 თებერვალს, პეტერბურგში, იძულებით გადასახლებაში, გარდაიცვალა ქართველი უფლისწული, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ვაჟი, სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, გამორჩეული მებრძოლი და სარდალი - იოანე ბაგრატიონი.
გავიხსენოთ იოანე ბაგრატიონის ბიოგრაფია:
იოანე ბატონიშვილი დაიბადა 1768 წლის 16 მაისს ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის ოჯახში. ის იყო მეორე ვაჟი მომავალი მეფისა. როგორც შეეფერებოდა სამეფო ოჯახის შვილს, მიიღო შესანიშნავი განათლება დავით რექტორის ხელმძღვანელობით.
რა თქმა უნდა, მონაწილეობდა ომებში. კრწანისის ბრძოლის დროს თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ვაჟკაც თანამებრძოლებთან ერთად მეფე ერეკლე II, თავისი პაპა, ალყიდან გამოიხსნა.
1794-1799 წლებში ჯერ პაპისა და მერე მამის დავალებით აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ნაწილობრივ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები. მის ნაშრომს დღეს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. 1799 წელს შეადგინა და მამას, გიორგი XII წარუდგინა სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის გეგმა ("სჯულდება"), რომლის განხორციელებაც ვერ მოესწრო, რუსეთის იმპერიის გამოისობით.
რუსეთის იმპერიას ეშინოდა ბაგრატიონების საქართველოში ყოფნისა, ყოველ წუთს მოელოდნენ მათგან იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამიტომ, იოანე ბატონიშვილი, 1801 წელს იძულებით საცხოვრებლად გადაიყვანეს სანკტ-პეტერბურგში. პეტერბურგში ყოფნისას ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას. შეისწავლა უცხო ენები. ქმნიდა სხვადასხვა ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს, აგრეთვე ნაშრომებს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის, არტილერიის შესახებ და სხვა დისციპლინებშიც. მას ეკუთვნის "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”; საბუნებისმეტყველო მეცნიერების ენციკლოპედია; ყრმათა სასწავლებლად განკუთვნილი „სხვათა და სხვათა სწავლათა შეკრებილებანი“, ვრცელი რუსულ-ქართული ლექსიკონი; სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ გამოკრებილი მცირე ქართული განმართებითი ლექსიკონი, „ქართული ლეკსიკონი“ (ჩვენამდე მხოლოდ ნაწილია მოღწეული), მის კალამს ეკუთვნის "პატარა ედემით განძება", "აღსარება", ლექსად დაწერილი "მიბაძვა იოანე სინელის კიბისა". გამოსცა "მუსიკალური სახელმძღვანელო". იგი ხატავდა კიდეც. ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაციას. ათარგმნინა გერმანელი მხატვრის იოანე პრეისლერის ხატვის სახელმძვანელო, საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი. მანვე ჩაიწერა “ვეფხისტყაოსნის” ხალხური ვარიანტი - “ტარიელიანი”.
იოანე ბაგრატიონმა თარგმნა ა. ფერგიუსონის "მოძღვრება ზნეობი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | თი ფილოსოფიისა", პ. ჰოფმანის "საექიმო ნაშრომი", გ. დერჟავინის ლექსი "ღმერთი", "სამიჯნურო მიწერ-მოწერა იულიასთან", აბატ კონდოლიაკის "ლოღიკა", სპარსულიდან "სეილანიანი", ვოლტერის ლექსები.
იოანე ბაგრატიონის წვლილი დიდია ქართულ მედიცინაში. მან შეადგინა სამედიცინო ლექსიკონი, თარგმნა სამკურნალო კარაბადინი (თვითონაც დაამატა). შეადგინა სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი, “სამკურნალო წიგნი”. მასში აღწერილია ავადმყოფობები, მოცემულია რეცეპტები და ასევე, წამლის დამზადების წესები.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ იოანე ბატონიშვილი ასე აღწერდა თავის ნაშრომებს: “ექვსი ტომი ლექსიკონი რუსული და ქართული, კონდილიაკის “ლოღიკა”, ინგლისური ზნეთსწავლება საღმთო და საერო თანამდებობის წიგნი, ორი ტომი საზოგადო ისტორია, ენციკლოპედიური გვარი წიგნი, ვიდრე სხვადასხვა ჰსწავლათა ორასამდინ სწავლა, იკონოლოღია, შემოკლებული დავითნის განმარტება, დოდოს ანგელიელის პასტორის განსახვა, არიტმეტიკა, ლოგარითმა, ღეომეტრია, მტერეომეტრია, ღონგიმეტრია, პლანომეტრია, ტრიღონომეტრია, ვიშეღეომეტრია, ფორთეფიკაცია, არხიდექტურა, არტელერია, ტაკტა, სამკურნალო წიგნი, ბოტანიკა, ნატურალური ისტორია, ევდუქსია, და სხვანიცა” (აქ ყველაფერი არ არის ჩამოთვლილი).
იოანე ბაგრატიონი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია "კალმასობა" ("ხუმარსწავლა"). დიდმა ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ბარამიძემ "კალმასობას" “ძველი ქართული მწერლობის უკანას
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | კნელი და ახალი ქართული მწერლობის პირველი თვალსაჩინო ძეგლი” უწოდა. ეს არის საუკეთესო ნაწარმოები, სადაც შესანიშნავი დიალოგებითა და თხრობის ლამაზი მანერით გადმოცემულია სხვადასხვა ისტორიები, ენციკლოპედიური ამბები (ტრაქტატები), სამეცნიერო ვარაუდები, ისტორიები და დასკვნები - რა სჭირდება ადამიანს და ქვეყანას.
უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ბაგრატიონის ვაჟი, გრიგოლი აქტიური მონაწილე იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კახეთის 1812 წლის აჯანყებისა. აჯანყებულებმა ის მეფედაც გამოაცხადეს.
თავისი ერთ-ერთი ნაშრომის წინასიტყვაობაში იოანე ბატონიშვილი წერდა: “სიყვარულისა და ერთგულებისა გამო მამულისა ჩუენისა ვიიძულე ხელდებად წიგნისა ამისა”. თვითონ დარწმუნებული იყო, რომ მის ნაშრომებს “საქართველოს შინა მოსწავლენი არა უგულებელს ჰყოფენ და ამით ვიქნები მათგან დაუვიწყებელიო”.
დღეს გავიხსენოთ იოანე ბატონიშვილის "კალმასობიდან" პატარა ნაწყვეტი, ბერი იოანე ხელაშვილი კალმასობისას მიადგება მინბაშ ამირეჯიბის მამულს. მწერალი დასცინის მინბაშ ამირეჯიბის მიერ ცხენების მოვლისა და შვილების მოუვლელობის ფაქტს. თუმცა, ცდილობს თავისი ნაწარმოების მეშვეობით ასწავლოს ყველას ზნეობის ნორმები.
მეხუთე თავიდან
იოანე ხელაშვილის დარიგება მინბაშ ამირეჯიბისა და მისი შვილებისადმი:
„მაშინ იოანემ მოიღო საწერელ-ქაღალდი და დაუწერა შემდგომნი ესე შემოკლებით ზნეობის სწავლა:
ა) იყავ კეთილმსახური დ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ა მართლმადიდებელ.
ბ) სასოებდე ღვთისა ზედა და გიყვარდეს ყოვლითა გულითა შენითა.
გ) იყავ ერთგულ წინაშე ეკკლესიისა და ყოველი განწესება მისი წმინდად დაიცევ და წმინდათა მამათა განწესება კეთილად შერაცხე.
დ) გიყვარდეს მშობელნი შენნი, მორჩილ ექმენ მათ, და პატივ ეც შეძლებისამებრ შენისა, და დღეგრძელ იქმნე.
ე) შეუდეგ კეთილმოქმედებასა და ივლტოდე ბოროტისაგან.
ვ) იყავ ერთგულ მეფისა შენისა, მამულისა და სჯულისა.
ზ) იყავ კეთილგონიერ, სჭვრეტდე დასასრულსა საქმისასა, განსჩხრიკე საშვალი მისი და ნუ უტევებ პატიოსანთა საქმესა შინა დროსა.
ჱ) იყავ პატივსცემეულ და მორჩილ მოძღვრისა შენისა და მღვდელმთავრისა შენისა.
თ) ნურარასა ჰყოფ განუსჯელად და, ოდეს განსაჯო კეთილად, ნუ იქმნები მას შინა დაყოვნებული.
ი) გიყვარდეთ ძმებთა ერთმანერთი, ვინადგან ერთის მამისისაგან წარმოებულნი ხართ, და ერთის დედისა მუცლიდგან გამოსულნი; გიყვარდენ კეთილისმყოფელნი თქვენნი და მოძულეთა თქვენთა ულოცევდით.
ია) რაოდენ ძალგედვით, ილოცევდით და მაშინც ყოველდღივ იტყოდეთ საუფლო ლოცვასა „მამაო ჩვენოსა“.
იბ) ნუ ყოველსა იტყვი, რაჲცა იცი, ანუ გაგეგონოს, არამედ თვისსა დროსა და ჟამსა ზედა.
იგ) ნუ მოუმატებ დაბარებულსა საქმესა ზედან სიტყვასა, ნურცა გარდაცვლი და ნურცა გაგონილსა ზედან სხვასა რასამე მეტსა შესძინებ.
იე) ნუ ყოველსა სიტყვასა ზედა ერწმუნები.
ივ) ნუ ყოველი გსურინ, რაჲცა იხილო.
იზ) ნუ ყოველსა იქმ, რაჲცა ძალგიძს, არამედ ქმენ იგი, რაჲცა ჯერ იყოს.
იჱ) ნუ შეებმი ესგვარ საქმესა, რომლისა აღსრულება არ ძალგედვას.
ით) რაჲცა არა იცოდე, ნუ დაამტკიცებ და ნუცა უარჰყოფ, და უფრორე მაშინ, ოდეს კითხვა იყოს შენდამი, რომლითა იქმნე კეთილგონიერი.
კ) იყავ მომთმინე, კრძალულ და დამპყრობელ თავისა თვისისა, და ამისა ძლით სცნობ თავსა თვისსა.
კა) ნუ იქმნები მეშურნე და ნურცარა ვისიმე შეგშურდების.
კბ) ცილსა ნურავის შესწამებ და ნურცა ვისმე შენს უფროსთან დააბეზღებ, გარდა სჯულისა, მამულისა და მეფისა მუხანათისა კიდე.
კგ) უჯეროდ ნურასა სჭამ და ბევრს სამთვრალოს სასმელს ერიდე, ვითარცა საწამლავსა?
კდ) თუ არ გშიოდეს, ძალად ნუ სჭამ.
კე) თუ არ გწყუროდეს, ბევრს წყალს ნუ დალევ.
კვ) გაუფრთხილებლობისა გამო და ცუდის ყოფაქცევისა მიზეზით წარმოდგებიან სხვადასხვაგვარნი სნეულობანი და ამასთან სიკვდილი.
კზ) დამპყრობნი თავისა თვისისა და წადილისა თვისისანი ცოცხლობენ კეთილად და ხანგრძელად.
კჱ) იყავ მშვიდ და ნუ იქმნები კადნიერ.
კთ) იყავ მდუმარ, ვიდრე მოუბარ; ოდეს იწყოს ვინმე უბნობად, მაშინ შენ სდუმენ.
ი) ოდეს შენდამი უბნობდენ, გონიერად უსმენდე.
ლა) ოდეს გიბრძანებდენ მთავარნი შენნი, მორჩილ ექმენ.
ლბ) ნუ იქმნები მოქადულ.
ლგ) ნუ იქმნები ზვავ და ამპარტავან.
ლდ) ყოველთადმი იყავ ალერსით და ნუ პირმოთნეობით.
იგ) იყავ მართალ და სარწმუნო.
ლვ) ნურარაი გსურინ სხვისა და უფრორე ნუ იპარავ.
ლზ) რასაცა შინა გაქვნდეს საჭიროება, მოირეწე იგი შრომითა.
ლჱ) უკეთუ დაგლახაკდე, ნუ გრცხვენის, ითხოვდე და ვინც რაჲ მოგცეს, მიიღე მადლობით.
ლთ) რაჲცა ივასხო, ანუ ისესხო, კვალადვე მიეც აღნათქვამსა დროსა, რათა საჭიროებისა დროს სხვათაგანცა მიიღო შეწევნა.
მ) ვისიც რა გემართოს, ნუ გალანძღამ, რათა სხვანი არ დააფთხო.
მა) უკეთუ არა ძალგედვას, ნუ აღუთქვამ.
მბ) რაჲთცა აღსთქვა, აღასრულე.
მგ) იქმენ მხნე და შრომისმოყვარე, ხოლო მცონარობა უტევე უქმთა, ვინადგან მცონარება არს დასაბამი ყოვლისა უბედურებისა.
მთ) გიყვარდეს სწავლა და, უკეთუ არას ისწავლი, დიდის კაცის შვილს უსწავლელს ფილასოფოსნი ოქროს ვირს უძახიან.
მე) უკეთუ გენებოს რაისამე წყება, პირველად გამოიცადე ძალი შენი და მერე განაგრძე იგი, და ნუ მომედგრდები მას შინა.
მვ) უბედურობასა შინა ნუ შესწუხდები, ბედნიერებასა შინა ნუ მოუძლურდები.
მზ) ბედნიერებასა შინა ნუ დაივიწყებ კაცობრიობასა, რამეთუ კაცნი ქვემდებარე არიან ბედნიერებისა და უბედურებისაცა, და კვალად ვინადგან ბედნიერება არს დაუდგრომელი, რომელი ამიზეზებს სხვადასხვას შემთხვევასა და ხშირად მწუხარებასა.
მჱ) რასაცა სულგრძელობით მოითმენ, მისთვის სულმოკლენი ოხვრენ, სტირიან და ვაებენ.
მთ) იყავ კეთილმიდრეკილ და მოწყალე.
ნ) მთხოველთა მიეც, რაოდენ ძალგედვას, და უკეთუ არა გაქვნდეს, კარგისა სიტყვით გაისტუმრე.
ნა) დავრდომილთა შეეწიე, უკეთუ შეგეძლოს.
ნბ) თუ შეგაწუხოს ვინმე, მიუტევე მას.
ნგ) თუ შეაწუხო ვინმე, მშვიდობა ჰყავ მის თანა.
ნდ) საქებელ არს დაპყრობა რისხვისა და მიტევება შეცოდებითა.
ნე) ყმათა შენთა უდიერსა ნურარას დასდებ ხარკსა.
ნვ) ყმანი შენნი შეძლებისამებრ იმსახურე და უსამართლოდ ნურას წაართმევ.
ნზ) ყმათა შენთა მსახურებისამებრ მათისა უწყალობე და დანაშაულსა შინა იყავ მოწყალე, გარნა ყოველთვის ნუ მიუტევებ, რათა არა განირყვნენ...
ჱ) ოდეს იქმნე კაცთმოყვარე, იქმნეცა შეყვარებულ ყოველთაგან.
ნთ) იყავ უმაღლესთა შენთა მორჩილ, თანასწორთა კეთილადმქცევ და უმდაბლესთადმი თავაზიანი.
ჲ) ვინც მოგეგებოს, მოიკითხე, და ვინც მოგიკითხოს, ნაცვალი აგე.
ჲა) ვინცა დაგპატიჟოს, მადლობა ჰკადრე და შენც მიიწვიე.
ჲბ) მკითხველთა მიუგე.
ჲგ) უმეცართა ასწავე.
ჲდ) შეწუხებულთა ნუგეში ეც.
ჲე) უკეთუ შეძლება არა აქვნდეს მკვდრის პატრონს, დამარხვად შეეწიე.
ჲვ) ნუ ვინმე გძულს, არამედ ყოველთადმი კეთილმსურველ იყავ.
ჲზ) გიყვარდენ მეზობელნი შენნი და უსამართლოდ ნუ ებრძვი მამულთათვის.
ჲჱ) მსახურე, ვისიცა თანაგაძს, რაოდენ შეგეძლოს, რომლითა ათნებდე ყოველთა.
ჱთ) მოყვარეთა იქმენ საყვარელ და მაშინ მტერთაცა არღა ძალუძსთ მოძულება.
ო) იტყოდე მარადის სიმართლესა და ნურაოდეს იუბნებ ცრუდ.
ოა) ნუ იქმ უსამართლოებასა.
ობ) ქვრივთა და ობოლთა ნუგეში ეც.
ოგ) სნეულთა მოუარე.
ოდ) უცხო შეიწყნარე.
ოე) საპყრობილეთა მყოფთა მოიკითხამდე და ნახევდვე.
ესე დაიცევ და იქმნე კეთილმიმთხვეულ“. |
|