საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი იოსები (ბაგრატიონი)

იოსები (გ. 13 მაისი/24 მაისი. 1776) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1769-1776 წლებში, იმავდროულად გელათის მიტროპოლოტი 1745-1776 წლებში, იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ძე, სოლომონ I-ის ძმა.

კათოლიკოს-პატრიარქად დანიშნა სოლომონ I-მა. იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მომხრე.  იოსები ქმედითად მონაწილეობდა სოლომონს პოლიტიკურ საქმიანობაში.

1760 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე.

დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. 1771-1773 წლებში იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა კაცია II დადიანთან ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. იოსები იცავდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთიანობას, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახალდადგენილ ოდიშის კათოლიკოს-პატრიარქს.

იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნიადაგზე უთანხმოება ჰქონდა იმხანად იმერეთში მყოფ იტალიელ მისიონერებთან.

იოსებ ბაგრატიონი, სამეფო ოჯახის შვილი, იყო სოლომონ I-ის ძმა და მისი უახლოესი თანამებრძოლი. იოსებმა საეკლესიო წოდების ყველა საფეხური დიაკვნობიდან კათალიკოსობამდე გელათში გაიარა. ამიტომაც განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდა გელათისადმი. 1745 წლიდან გახდა გენათელი, რამდენიმე ხანში მიტროპოლიტის წოდებაც მიიღო. 

   ოსმალეთის წინააღმდეგ მეფის ბრძოლას განსაკუთებით უშლიდა ხელს როსტომ რაჭის ერისთავი. მის მხარეზე იყო ოდიშის მთავარი კაცია დადიანიც, რომლისთვისაც რაჭის ერისთავის დამარცხება მიტაცებული ლეჩხუმის დაკარგვას ნიშნავდა. დადიანმა და რაჭის ერისთავმა ახალციხის ფაშას კათალიკოსი ბესარიონი მიუგზავნეს, რომელიც როსტომის ძმა და მისი თანამზრახველი იყო. სწორედ ამ დროს ახალციხის ფაშასთან სოლომონმა იოსებ გენათელი მიაგზავნა. ასე აღმოჩნდა ერთი ეკლესიის ორი მღვდელმთავარი განსხვავებული მისიით საქართველოს მტერთან. იოსები ატყობინებდა ახალციხის ფაშას სოლომონის თანხმობას ზავზე იმ პირობით, თუ ახალციხის ფაშა კათალიკოს ბესარიონს დააპატიმრებდა და სოლომონს გაუგზავნიდა. რადგან უკვე დაწყებული იყო რუსეთ-თურქეთის ომი, ოსმალეთისათვის სოლომონის “წყენინება” არ იყო მომგებიანი და რაჭის ერისთავის მოციქული კათალიკოსი ახალციხის ფაშამ ციხეში დაამწყვდია. კათალიკოსი ციხიდან გაიპარა, ოდიშში ჩავიდა, სადაც კაცია დადიანმა იგი “ოდიშის კათალიკო

სად” დაადგინა). 

საპასუხოდ სოლომონმა 1769 წელს ბესარიონ კათალიკოსი გადააყენა და იოსები აიყვანა საკათალიკოსო ტახტზე. იმავე წელს სოლომონმა იოსებ კათალიკოსი ურჩ რაჭის ერისთავთან მიაგზავნა მასთან მორიგების მიზნით. იოსები ბარაკონში ჩავიდა, სადაც როსტომ ერისთავმა მას საუკეთესო მიღება მოუწყო. კათალიკოსმა ერისთავს ბარძიმზე დაფიცებით მეფისაგან უვნებლობა აღუთქვა.

მაგრამ სოლომონმა ფიცი დაარღვია, შესარიგებლად ჩასული რაჭის ერისთავი შვილებიანად შეიპყრო და თვალები დათხარა. კათალიკოსისათვის ეს ერთობ მძიმე მორალური დარტყმა აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, 1771-1773 წელებში, იოსებ კათალიკოსი შეეცადა კაცია დადიანთან მოლაპარაკებას, რათა “ოდიშის საკათალიკოსო” გაეუქმებინა. მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია. 1773 წელს ბესარიონ კათალიკოსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოდიშის მთავრებს აღარ უცდიათ ოდიშში კათალიკოსის დასმა.

გენათლობის პერიოდში, 1760 წელს, იოსებმა გელათის მონასტერს შემოავლო გალავანი, ღმრთისმშობლის ტაძარში სამღვდელმთავრო ქვის ტახტი დადგა, რომელიც მარმარილოს პერანგით მოაპირკეთა. მონასტერს დაუბრუნა ბევრი მიტაცებული ყმა-მამული. კათალიკოსოსად კურთხევის შემდეგ 1770 წელს ყმები შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს.

შემორჩენილია იოსებ კათალიკოსის დაკვეთით შესრულებული ხელნაწერები. მან მოიპოვა და “დაიხსნა” დაკარგული იოანე ქსიფილინოსის შრომების ხელნაწერი კრებული და გელათის წმინდა გიორგის ტაძარს შესწირა (K 1-3); იოსებ კატალიკოსს გადაურჩენია სამუდამო დაკარგვას აგრეთვე ქართული ენისა და ქართული სამწიგნობრო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი ე.წ. ვანის სახარება ( A 1335). ცნობილია აგრეთვე მისი დაკვეთით გადაწერილი სჯულისკანონი, იოანე სინელის კლემაქსი და სხვ. 1772 წელს იმერეთში გადმოხვეწილმა ზაქარია გაბაშვილმა იოსებ კათალიკოსის დაკვეთით გადაწერა იოანე ოქროპირის “საღმრთო ჟამის წირვა”, რომლის რედაქციულ გამართვაში _ ბერძნულ დედანთან და რუსულ თარგმანთან შეჯერებაში იოსებსაც მიუღია მონაწილეობა (Q 331).

იოსებ კათალიკოსმა გარდა წიგნებისა, გელათის საგანძურს შეჰმატა ძვირფასი სამღვდელმთავრო შესამოსელი და საეკლესიო სამსხურებელი ჭურჭელი.

  იოსებ კათალიკოსი გარდაიცვალა 1776 წელს (13 მაისი/24 მაისი)  37 წლის ასაკში, დაკრძალულია გელათში. 


მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq