საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
ღირსი ქსენოფონტე, მეუღლე მისი მარიამი და ძენი მათნი არკადი და იოანე
26 (ახალი სტილით 8 თებერვალს) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია არნიშნავს ღირსი ქსენოფონტეს, მისი მეუღლე მარიამისა და მათ ძეთა არკადისი და იოანეს ხსენების დღეს (V-VI).
ღირსმოწამე ანასტასი სპარსი
22 იანვარს (ახალი სტილით 4 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსმოწამე ანასტასი სპარსის ხსენების დღეს (+628)
მოციქული ტიმოთე (პავლეს ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, 1)
22 იანვარს (ახალი სტილით 4 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესიაა აღნიშნავს წმიდა მოციქულ ტიმოთეს ხსენების დღეს (+80).
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
წმიდა მოწამე გორდი (IV)
წმიდა მოწამე გორდი, ვისი ხსენბაც არის 16 იანვარს, III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის სახელის აღსარებისათვის.
ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი ჰეროდეს მიერ
ქართული ეკლესია 29 დეკემბერს (ახალი სტილით 11 იანვარს) არნიშნავს წმიდა ათოთხმეტი ათასი მოწამე ჩვილის ხსენების დღეს, მეფე ჰეროდემ რომ ამოხოცა ბეთლემში.
ხატთა თაყვანისცემის ჭეშმარიტების დაცვას შეწირული წმინდანი (წმიდა მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი)
წმიდა მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი (+დაახლ.840), ვისი ხსენებაც აღესრულება 8 იანვარს, მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და ირინეს (797-802) დროს. ამ ხარისხში იგი მონაწილეობდა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.), რომელზედაც ამხილა ხატთმბრძოლთა მწვალებლობა. როცა ტახტზე ხატთმბრძოლი ნიკიფორე I (802-811) ავიდა, ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს. იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატთმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში.
ღირსი ევარესტი (+825)
ღირსი ევარესტი, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 იანვარს, გალატიაში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი სიყმაწვილიდანვე ესწრაფვოდა მონაზვნურ ცხოვრებას, განსაკუთრებით წმიდა ეფრემ ასურის წიგნების კითხვა უყვარდა. ბოლოს ნეტარმა სტუდიონის მონასტერს მიაშურა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.
ილია ჭავჭავაძე - შობა მაცხოვრისა
მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი…
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq