|
|
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინოპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო.
|
|
მეათე დღეს ქრისტეს ამაღლებიდან, ანუ აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ებრაელებს ჰქონდათ სინას კანონმდებლობის დიდი დღესასწაული. ყველა მოციქული, უფლის დედასთან და სხვა მოწაფეებთან და მორწმუნეებთან ერთად, იერუსალიმში იმყოფებოდა. იყო მესამე საათი ებრაული დროით და ჩვენეული ათვლით კი - მეცხრე, როდესაც უეცრად ციდან ხმაური მოისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაუბერაო და მთელი ის ოთახი მოიცვა, სადაც იმყოფებოდნენ ქრისტეს მოწაფენი. თითო ცეცხლის ენა გადმოვიდა თითოეულზე და სულიწმინდით აავსო ისინი - დაიწყეს უფლის განდიდება სხვადასხვა ენაზე, რომლებიც მანამდე არ იცოდნენ.
|
|
წმიდა მოწამე გიორგი ახალი დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მის მამას ერქვა იოანე, დედას - მარიამი. ყრმა ღრმადმორწმუნე მშობლების მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მას დიდმოწამე გიორგის სახელი უწოდეს. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად განისწავლა წმიდა წერილი.
|
|
წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს. წმიდა მოწამე ვიტე იყო ცნობილი სიცილიელი დიდებულის, წარმართი გილასის ვაჟი. უფალმა ვიტეს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ის სნეულებს კურნავდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
|
|
წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსად მსახურობდა 820-829 წლებში, ხატთმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. 842 წელს გარდაიცვალა მიტილინში.
ნეტარი მუზა ქალწული ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა.
|
|
წმიდა მოწამე მაქსიმე აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
|
|
წმიდა მოწამე ისიდორე ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას.
|
|
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
|
|
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
|
|
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
|
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|