საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი) (+1794)
ღირსი პაისი, ვისი ხსენებაც არის 28 ნოემბერს, დაიბადა ქალაქ პოლტავაში 1722 წელს. მამით ადრე დაობლებულმა პეტრემ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ ბერმონაზვნობისაკენ სწრაფვამ წმიდანს აკადემია დაატოვებინა და დიდხანს მოღვაწეობდა სხვადასხვა მონასტრებში. 

1741 წელს იგი მორჩილად აღკვეცეს პართენის სახელით. უნიატებისაგან გამოწვეული მართლმადიდებელთა დევნის გამო წმიდანი ბევრს მოგზაურობდა, ბოლოს იგი ათონის მთაზე გაემგზავრა და იქ აღიკვეცა ბერად პაისის სახელით.

მალე წმიდანი მღვდელ-მონაზვნადაც აკურთხეს. მან ჩვიდმეტი წელი გაატარა ათონის მთაზე, მაგრამ თურქთა შევიწროების გამო იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და მოლდავეთში დაბრუნდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 1794 წლის 15 ნოემბერს. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq