|
|
ღირსი აპოლინარია, ვისი ხსენებაც არის 18 იანვარს, იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა.
როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით.
|
|
3 (16) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წინასწარმეტყველი მალაქიას (დაახ. 400 წ. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს.
|
|
12 იანვარს არის ხსენება წმიდა თეოდორა კონსტანტინოპოლელისა, რომლის სახელთან დაკავშირებულია მის მიერ განვლილ საზვერეთა აღწერილობა.
|
|
ხსენება - 30 (12.01) დეკემბერი
წმიდა ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი - ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი - კონსტანტინე დიდის (306-337) დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა.
|
|
წმიდა მოციქული ტიმონი, ვისი ხსენებაც არის 12 დეკემბერს, იყო ერთი იმ შვიდ დიაკონთაგანი, რომლებიც მოციქულებმა ღარიბ ქრისტიან ქვრივთა მსახურებისთვის გამოარჩიეს.
|
|
2010 წლის 22 იანვარს სერბეთის ეკლესიის ახალ პატრიარქად ეპიკოპოსი ირინეოსი აირჩიეს, მაგრამ სერბები ისევ ძველ პატრიარქს მისტირიან...
|
|
10 აგვისტოს არის ხსენება წმიდა სამოცდაათთაგანთა მოციქულთა - პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა, რომლებიც ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ. „საქმე მოციქულთაში“ (6;1-6) მოთხრობილია, რომ ქრისტიანთა გამრავლებასთან ერთად ბერძენთა შორის წარმოიშვა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რამეთუ „უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ“. მაშინ ათორმეტთა მოციქულთა მოუწოდეს მოწაფეთა სიმრავლეს და მიმართეს: „აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ“.
|
|
წმიდანი ორნი ბევრნი მოწამენი: IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ...
|
|
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად
|
|
ღირსი ნიკოლოზ მონაზონი, ვისი ხსენებაც არის 6 იანვარს, მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს.
ბრძოლის წინა დღეს ერთი ქალი წმიდანის ცთუნებას ეცადა, მაგრამ უფლის რჩეული მხნედ წინ აღუდგა მას.
სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა.
|
|