საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი (+259)

წმიდა პოლიევქტო, ვისი ხსენებაც აღესრულება 22 იანვარს,  იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანის (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, ნეარქმა პოლიევქტოს უთხრა: „ძმაო, ჩვენ მალე გავიყრებით: მე ქრისტესთვის საწამებლად წამიყვანენ, შენ კი, გთხოვ, უარი თქვა ჩემს მოყვრობაზე.” წმიდანმა პასუხად მიუგო, რომ ძილში იხილა ქრისტე, რომელმაც ახალი, ბრწყინვალე სამოსით შემოსა იგი. „ამ წუთიდან, - თქვა მან, - მე მზად ვარ ქრისტეს სამსახურისათვის.”

სულით ანთებული პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია წარმართული კერპები.

პოლიევქტოს სიმამრს, მმართველ ფელოქსს, რომელსაც ევალებოდა მეფის ბრძანების შესრულება, თავზარი დასცა სიძის საქციელმა. „ახლა შენ უნდა მოკვდე! – თქვა მან, - წადი, გამოემშვიდობე ცოლ-შვილს.” ცოლი ტირილით ევედრებოდა წმიდანს უარეყო ქრისტე, ფელოქსსაც ცრემლები წასკდა, მაგრამ პოლიევქტოს ვერაფერმა შეაცვლევინა განზრახვა, - მან სიხარულით მოუდრიკა თავი მახვილს და საკუთარი სისხლით მოინათლა (+259).

მალე, როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მთელს იმპერიაში, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. ამ ტაძარში მრავალი სასწაული აღესრულებოდა. უშვილობით გატანჯული ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) მშობლებიც აქ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას და წმიდანის მეოხებით შეუსრულდათ კიდეც სათხოვარი.

წმიდანის ხსოვნის ღრმა თაყვანისმცემელი იყო მღვდელმთავარი აკაკი მელიტინელიც – III მსოფლიო კრების მონაწილე და მართლმადიდებლობის დიდი მოღვაწე. წმიდა პოლიევქტო ითვლება დადებული აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq