საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდანი, რომელმაც იხილა მაცხოვარი (ღირსი სისო დიდი)

19 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს  ღირს სისო დიდს (+429).

ღირსი სისო დიდი  ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის  მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.

 საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრი და მომთხოვნი ღირსი სისო, მოყვასის სიყვარულით იყო აღსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა.  სულის ცხონებისათვის, მას უმთავრესად სწორედ თავმდაბლობა მიაჩნდა: „საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის, ღირსმა სისომ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“.

 როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ რას ხედავდა - "წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე". შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისთვის.  წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, რომ თავად მაცხოვარს ხედავდა და სული უფალს შეჰვედრა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq