საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

27 მაისი - ხსენება წმიდა მოწამე ისიდორესი (251)
წმიდა მოწამე ისიდორე ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას.
27 მაისი - ხსენება წმიდა მოწამე მაქსიმესი (+250)
წმიდა მოწამე მაქსიმე აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
9 მაისი - ხსენება წმიდა სტეფანესი, პერმელი ეპისკოპოსისა (+1396)
წმიდა სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტიუჟელი მედავითნის, სიმეონის ოჯახში. ღვთისმოსავი დედის, მარიამის შემწეობით სტეფანემ ბავშვობიდანვე გამოიჩინა არაჩვეულებრივი გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში: ერთ წელიწადში შეისწავლა კითხვა და მამას ეხმარებოდა ღვთისმსახურებაში.
7 მაისი - ხსენება მოწამეთა: საბა სტრატილატისა და მასთან 70 მხედრისა (272)
წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა. საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს.
5 მაისი - ხსენება ღირსი თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსისა (613)
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა.
5 მაისი - ხსენება ღირსი ვიტალისა (609-620)
ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს დროს. 60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა.
3 მაისი - ხსენება წმიდა თეოდორე ტრიხინისა
ღირსი თეოდორე ტრიხინი მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს.
წმიდა ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
27 აპრილი - ხსენება მოწამე არდალიონისა (+305-311)
ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა. ქრისტესმოსავმა მსახიობმა, რომელმაც არ შესწირა მსხვერპლი კერპს, საკუთარი თავი მიუტანა ღმერთს მსხვერპლად!
27 აპრილი - ხსენება წმიდა მარტინე აღმსარებლისა, რომის პაპისა (+655)
წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq