საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა მოწამე მარინი - ხსენება 29 დეკემბერს
წმიდა მარინის წამება აღესრულა რომის იმპერატურ კარინუსის (283-285) დროს. წმიდა მარინი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ის ქრისტესადმი ერთგულების ბეზღებით დაატუსაღეს და აიძულებდნენ წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას, მაგრამ ყმაწვილმა ზრდასრული მამაკაცის თავდაჯერებულობით განაცხადა უარი ქრისტეს უარყოფაზე და მტკიცედ დადგა ყველა სატანჯველის წინაშე.
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი (+251)
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღესრულება 25 დეკემბერს, წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.
სასწაულები ბელგოროდელი ეპისკოპოსის, იოასაფის წმიდა ნაწილების აღმოყვანისას
23 დეკემბერი ბელგოროდელი ეპისკოპოსის, წმიდა იოასაფის ხსენების დღეა.
წმიდა გენადი ნოვგოროდელი
წმიდა გენადი ნოვგოროდელი, ვისი ხსენებაც აღესრულება 17 დეკემბერს, დაიბადა XV საუკუნის პირველ ნახევარში. სამონასტრო ცხოვრება დაიწყო ბალაამის ტაძარში. 1484 წელს ის ხდება ქალაქ ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი. წმინდანი დაუოკებლად იღვწოდა მართლმადიდებლობის სიწმინდისათვის და დიდად გაისარჯა თავისი მრევლის განსანათლებლად.
ღირსი იოანე პოლივოტელი ეპისკოპოსი (VIII)
ღირსი იოანე პოლივოტელი, ვისი ხსენების დღეც არის 17 დეკემბერს, სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.
სასწაულთმოქმედი „სამხელიანი“ ხატი
ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც „ტრიხერუსა“ (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.
წმიდა მოწამე მიროპია (+დაახლ. 251)
წმიდა მიროპია, ვისი ხსენებაც არის 15 დეკემბერს, ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულის, წმიდა მოწამე ერმიონიას საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მიჰქონდა და სნეულებს კურნავდა. როცა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ.
წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)
წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ვისი ხსენებაც არის 15 დეკემბერს - ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი - სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს. წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური ფილმების ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი
13 დეკემბერს, 18 საათზე კინოს სახლში გაიხსნება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური ფილმების ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი - "წმინდა ანდრიას ჯვარი".
ღირსი იაკობ განდეგილი (+457)
ღირსი იაკობ განდეგილი (ხსენება 9 დეკემბერს) სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამა სოფელს და ჯერ ღირსი ზევინის, შემდეგ კი - წმიდა მირონის ხელმძღვანელობით დაეუფლა მოსაგრე ცხოვრების წესებს. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. წმიდანი მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებას და ზამთრის სუსხს. ამ უჩვეულო ღვაწლს შემდგარი მოსაგრე გამუდმებით ლოცულობდა. მისი საზრდელი მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერი იყო. წმიდა მამა მთაზე ცხოვრებისას ატარებდა ბორკილებს, რომელიც ისეთი მოყვანილობის იყო, რომ მას აიძულებდა, გამუდმებით წელში მოხრილი ყოფილიყო.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
3 მაისი - ხსენება წმიდა თეოდორე ტრიხინისა
ღირსი თეოდორე ტრიხინი მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს.
gaq