საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

აზნაური მალავს წარჩინებულობას - ღირსი სიმეონ ვერხოტურელი

ღირსი სიმეონ ვერხოტურელი (+1642), ვისი ხსენებაც აღესრულება 31 დეკემბერს, აზნაური იყო, მაგრამ ბეჯითად მალავდა თავის წარჩინებულობას და უპოვარის მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა -  დადიოდა სოფელ-სოფელ და ღარიბებისთვის უფასოდ კერავდა ქურთუკებს. ამასთანავე, რაღაცას შეგნებულად აკლებდა ხოლმე თავის ნახელავს - ან სახელოს არ მიაკერებდა, ან საყელოს, რათა შემკვეთებისგან ქების ნაცვლად საყვედური დაემსახურებინა.

შრომისაგან თავისუფალ დროს სიმეონი თევზაობდა, რაც მას ქრისტეს მოციქულთა მოსაქმეობას აგონებდა. იგი დიდხნობით მკვიდრობდა ხოლმე პერმის ოლქის ქალაქ ვერხოტურის სიახლოვეს, სადაც მოძღვრავდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ მოძღვრებებიდან იხარა იმ ნერგმა, რომელმაც უხვი ნაყოფი გამოიღო მთელ ურალსა და ციმბირში.

ღირსმა სიმეონმა სულ 35  წელი იცოცხლა და უფალს შეჰვედრა სული 1642 წელს.

წმინდანმა არაერთი სასწაული აღასრულა გარადცვალების შემდეგ. ის ეცხადებოდა ძილში ავადმყოფებს და კურნავდა მათ, შეაგონებდა ლოთობის მანკიერებით შეპყრობილ ადამიანებს. მისი კურნების თავისებურება იყო ის, რომ სხეულებრივი უძლურების კურნებასთან ერთად მათ სულიერ კურნებასაც ეწეოდა!

სიმეონ ვერხოტურელის ხსენების  31 დეკემბერს აღნიშვნა უკავშირდება 1694 წელს დადგინებულ მის  განდიდების დღეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq