საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

რუსი ბოლშევიკების მიერ მხეცურად მოკლული უშიშარი ბაგრატიონი, გიორგი უფლისწულის წინაპარი
გია მამალაძე

რამდენიმე წლის წინ დამირეკეს ტელეკომპანია „იმედიდან“, ვერის სასაფლაოზე მიუკვლევიათ თურმე ბაგრატიონის საფლავისათვის და სიუჟეტის გაკეთებას აპირებდნენ.

ეს აღმოჩნდა ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის საფლავი.

ვიღაცას ვერაგულად ამ საფლავზე რკინის ღობეების ნარჩენები ჰქონდა დაყრილი, რომ მერე, ალბათ, მიესაკუთრებინა და გაეყიდა, მოგეხსენებათ ვერის სასაფლაო პრესტიჟულად ითვლება და ადგილები ძვირი ღირს...

აბა რომელი ნორმალური ადამიანი დააყრის ღობის ნარჩენებს საფლავს, მით უმეტეს, როდესაც საფლავზე ბაგრატიონების გერბია გამოსახული...

ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრისა და სასაფლაოს მსახურების ძალისხმევით ალექსანდრე ბაგრატიონის საფლავი გადარჩა...

საფლავის ჭირისუფალი, ალექსანდრე მუხრანბატონის შვილიშვილი მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი, რომელიც სხვათა შორის, 8 წელი გადასახლებაში ჰყავდათ კომუნისტებს. უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო იმ დროისათვის. იგი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოველშია დაკრძალული.  

მემკვიდრეებიდან გიორგი (ხორხე) ბაგრატიონიც გარდაცვლილი იყო. იგიც სვეტიცხოველში დაკრძალა პატრიარქმა.

ხორხე ბაგრატიონის ვაჟი დავითი, რომელიც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქე იყო უკვე,  მაგრამ კვლავ ესპანეთში წასული, კარგა ხნის... მისი ძმებიც და დაც დროისათვის ესპანეთში ცხოვრობდნენ... მაგრამ, ქართველმა მოქალაქეებმა დაიცვეს უცნობი ბაგრატიონის საფლავი.

1853 წელს დაადებული ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონი, 1903 წელს თავისი ბიძაშვილის, კონსტანტინეს უძეოდ გარდაცვალების მერე გახდა მუხრანელი ბაგრატიონების შტოს მეთაური. იგი სამხედრო იყო და გენერალ-მაიორის ჩინი ჰქონდა.

1918 წელს იგი, თუ არ ვცდები პიატიგორსკში, ტყვედ ჩაუვარდა ბოლშევიკებს, სხვა 40 ოფიცერთან და გენერალთან ერთად. მისთვის ოქროს საათი წაურთმევიათ. არ შეშინდა ბაგრატიონი და კატეგორიულად მოითხოვდა საათის დაბრუნებას. ბოლშევიკები დაემუქრნენ, რაზეც მას დამცინავი და ზიზღნარევი ღიმილით უპასუხნია...

ხმლებით აჩეხეს რუსმა ბოლშევიკებმა უშიშარი ქართველი.

მისმა ვაჟმა, გიორგიმ მიუხედავად დიდი რისკისა, ჩამოასვენა მამის ნეშტი ტფილისში და კალოუბნის ეკლესიაში დაკრძალა, შემდეგ ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს, რადგან ეკლესია დაანგრიეს...

დღეისათვის რუსეთის ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონის შთამომავალია, ეს ისტორია ცალკე გვაქვს მოთხრობილი  და აქ აღარ გავიმეორებთ, და რაც მთავარია, საქართველოს ტახტის უპირობოდ პირველი მემკვიდრეც, პატარა უფლისწული გიორგი, ასევე ალექსანდრე მუხრანბატონის მემკვიდრეა.

ალექსანდრე - 1853-1918

/

გიორგი - 1884-1957

/

ირაკლი - 1909-1977

/

გიორგი - 1944-2008

/

დავითი - 1976

/

გიორგი - 2011

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq