საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

27 სექტემბერი - ჯვართამაღლების დღესასწაული და უფლისწულ გიორგის დაბადების დღე
georoyal.ge

27 სექტემბერი უდიდესი მნიშვნელობის თარიღია ქრისტიანთა ცხოვრებაში - ამ დღეს იდღესასწაულება ბიზანტიელი იმპერატორის, მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდის მიერ იერუსალიმს წარგზავნილი მისი დედის - წმიდა ელენეს მიერ  ჯვრის ამაღლება, რომელზეც ეწამა მაცხოვარი. მაცხოვრის ჯვარზე შეხებამ აღადგინა მიცვალებული და  მთელ  სამყაროს  მიეცა საყოველთაო აღდგინების სასოება.

ამიტომაც არის, რომ ამ სადღესასწაულო თარიღს ორმაგი დატვირთვა აქვს ქრისტიანებისათვის -  ერთდროულად: ისინი  მარხულობენ  ჯვარზე გაკრული მაცხოვრის ტკივილების ხსოვნისა და თანაგრძნობისათვის  და ზეიმობენ  ზეცად ამაღლების ბედნიერებით შეპყრობილნი.

27 სექტემბერი ქართველთათვის ტკივილის დღედ იქცა 1993 წელს - დაეცა ჩვენი ღვიძლი ქალაქი,  აფხაზთა და ქართველთა სამეფოს უდიდესი ციტადელი - სოხუმი... თუმცა, დარწმუნებული ვართ, დროებით...

2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ქვეყანას მოევლინა  იესიან-დავითიან-სოლომონიანი - უფლისწული გიორგი, აფხაზთა და ქართველთა მეფეების მემკვიდრე!

როგორც მაცხოვარმა შეცვალა ჯვარზე განცდილი ტკივილი მარადიული სიცოცხლითა და უკვდავებით. რომელიც ჩვენთვის ჯვართამაღლების დღესასწაულში გამოიხატა, გვწამს, ქართველი ხალხი კვლავ გააერთიანებს საქართველოს!

ვულოცავთ პატარა უფლისწულს დაბადების დღეს!

ღმერთმა გაზარდოს ბედ

ნიერი, ჯანმრთელი და მსგავსი მისი დიდი წინაპრებისა!

ვულოცავთ მის მშობლებს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ბაგრატიონების გვარი!

სამეფო კლუბი ულოცავს უფლისწულს დაბადების დღეს!

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq