|
|
დღეს ელჩობა და დიპლომატობა პრესტიჟული და საპატიო თანამდებობაა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებასაც აძლევს ადამიანს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა კი, იმ არეულ და ველურ პერიოდში, უაღრესად რთული საქმე გახლდათ.
|
|
გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 411-491 წლებში. იგი იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი ქალიშვილის ხაზით. ერისკაცობაში პეტრე იბერი მურვანოსის (სირიული წყაროებით, ნაბარნუგის) სახელით იყო ცნობილი.
|
|
მიუხედავად გენერალურ ბრძოლაში დამარცხებისა, ქართველებმა შეძლეს ომის გაგრძელება და მისი წარმატებით დასრულება. ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან 70000-მდე მეომარმა მიიღო. ეს იყო იმ დროინდელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა როგორც შაჰ-აბასის ირანზე, ასევე საქართველოზე.
|
|
,,საქართველო'' ქართველთა არსებობის დროის არსებობის ღერძზე საკმაოდ გვიან გაჩნდა. ერთობა, გამოხატული გრიგოლ ხანძთელისა თუ გიორგი მერჩულეს ფორმულით: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების'', ბარემც გაცილებით უხნესია.
,,სა-ქართ-ველ-ოს'' საფუძველი ,,ქართ-უელი'' მოდის საკრალური ,,ქართიდან''. ათასწლეული სიღრმიდან ამოზიდული ეს განმაზოგადებელი ცნება კი დაახლოებით ასე ლაგდება: თარგამოსი-ქართლოსი-ფარნავაზი-მეფე მირიანი და მოციქულთა სწორი ნინო კაბადოკიელი-ვახტანგ გორგასალი -არჩილ წამებული და IX საუკუნე.
|
|
მეფე-ფილოსოფოსი შთამომავლობას გვირგვინს სთავაზობს. მერაბ ბერძენიშვილის ჩანაფიქრის სიღრმისეული კოდი არაა ძნელად ამოსაცნობი. მოვლენათა შორის კავშირი მემკვიდრეობითობის ხაზგასმით მყარდება. დიდი ილიას მეშვეობით ყრმობითგანვე შევითვისეთ ლაიბნიცისეული გადათვლა დროთა: ,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა''. ეგებ არც მოგვწონდეს ზოგიერთის ცხენზე ამხედრებული ავტორი ,,გალობანი სინანულისანისა''. უმთავრესი მაინც გამორკვევაა, რა საკრალური შინაარსია ჩადებული 9 საუკუნის მიღმიდან გამოწვდილ ხელში. რა არის გვირგვინი დავითიანი?
|
|
მეცნიერებისათვის იმდენად აშკარა და ხილული იყო თეიმურაზ მეფის უხრწნელობის ფაქტი, მაგრამ ამავე დროს იმდენად ამოუხსნელი და წარმოუდგენელი, რომ იძულებული გახდნენ, ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა ეძებნათ.
|
|
რუსეთის იმპერიის საერო და საეკლესიო ჩინოვნიკების მიერ ქართული ეკლესიის გაუქმებას, მისი ქონების ძარცვას, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის აკრძალვას, ქართული ეკლესია-მონასტრების დახურვას და ა. შ. ნამდვილად უნდა ვუწოდოთ რუსეთის სახელმიფოს საეკლესიო ომი ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. სხვათა შორის, რომელსაც მოჰყვა იმერეთის საეკლესიო აჯანყებაც („ცერკოვნი ბუნტ“). მაშასადამე, სამხედრო ომის მეთოდების გარდა რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა საეკლესიო ომს, დიპლომატიურ ომს (დასავლეთის წინაშე თავის გასამართლებლად), იდეოლოგიურ, ფსიქოლოგიურ ომს...
|
|
ჩვენი დროის ერთმა უდიდესმა ქართველმა მწერალმა (გოდერძი ჩოხელი) თქვა: `ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი ჩანს, მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.
|
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|