საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ელაზნაურის შეთანხმება


ელაზნაურის შეთანხმება 1804 — ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის, ხელი მოაწერეს 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანის მიდამოებთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში) რუსეთის მხრივ გენერალი პ. ციციანოვმა და იმერეთის მეფე სოლომონ II-მ.
ელაზნაურის შეთანხმება შედგება 17 მუხლისაგან. შეთანხმებით იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა, თუმცა სოლომონ II-ს მეფობა საშვილიშვილოდ რჩებოდა; მაგრამ თუ სოლომონს ვაჟი არ მიეცემოდა, მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (იმერეთის მეფის დავით II-ს ძე) უნდა გამოცხადებულიყო. ტახტზე ახლად ასეულ იმერეთის მეფეს სათანადო სიგელით რუსეთის იმპერატორი ამტკიცებდა. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუსეთის „უპირველეს მმართველს“. მეფის ხელში რჩებოდა საშინაო საქმეების გამგებლობა. მას რუსული კანონებით უნდა ემოქმედა. რუსეთი კისრულობდა იმერეთის დაცვას. ამ მიზნით იქ თავისი ჯარი უნდა ჩაეყენებინა. იმერეთის მეფეს რუსეთის ჯარისათვის უნდა აეშენებინა სადგომები, მოემარაგებინა შეშით, სურსათით და ფერაჟით. იმერეთის მეფეს უნდა მიეღო წილი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი მადნიდან და რუსების მიერ აგებული ახალი ქალაქების შემოსავლიდან, ამასთან, მეფე ვალდებული იყო ახლად გახსნილი სამადნოები მუშახელით მოემარაგებინა. იმერეთის მეფე ვალდებული იყო მოეწესრიგებინა გზა ვახანიდან ქუთაისამდე და ფოთამდე, უზრუნველეყო გზების დაცვა. იმერეთის მეფეს ხე-ტყე უნდა მიეცა რუსეთისათვის შავ ზღვაზე ფლოტის მშენებლობისათვის და გამოეყო მუშახელი.
გურიის სამთავრო იმერეთის მეფეს რჩებოდა. იმერეთის მეფე ვალდებული იყო დადიანისათვის დაებრუნებინა ოდიშსა და ლეჩხუმში დაკავებული ციხეები, გაეთავისუფლებინა ტყვეები და არ შეევიწროვებინა სამეგრელოს მთავარი. იმერეთის მეფე აიღბდა ბაჟს სამეფოს ტერიტორიაზე გატარებული საქონლიდან, მაგრამ მეფეს ჯილდოდ უნდა მისცემოდა რუსეთის საბაჟოების შემოსავლის ნაწილი. იმერეთიდან ქართლში მეფის ნებართვის გარეშე ვერავინ გადასახლდებოდა, ხოლო ქართლიდან იმერეთში — მთავარსარდლობის ნებართვის გარეშე. ეს წესი ადრე გადასახლებულებზე არ ვრცელდებოდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფის „თხოვნით“, დამტკიცების ნიშნად, 1804 წლის 4 ივლისს გამოსცა სიგელი, რომლითაც დაადასტურა მეფის „მუხლნი სათხოვრისანი“, იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა. ელაზნაურის შეთანხმება იმერეთის სამეფოს, როგორც პოლიტიკური ერთეულის, არსებობას უშვებდა და მფარველობის ფარგლებს არ სცილდებოდა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq