საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მონაკოს სამთავრო ოჯახი ტუბერკულოზით დაავადებულ სპილოებს შეიფარებს
georoyal.ge

საფრანგეთში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ვნებათაღელვა ქალაქ ლიონის ცირკის ორი სპილოს ბედის შესახებ, რომელთაც ტუბერკულიოზი დაუდგინეს.

 გასული წლის დეკემბერში ლიონის პრეფექტურამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომ დაავადებული სპილოები უნდა დაეძინებინათ. პრეფექტ რონ ჟან-ფრანსუა კარანკოს თქმით, სხვა გზა მას არ ჰქონდა, „ეს ჩემი მოვალეობაა“.

 ლიონის ცირკის სპილოებს ბების და ნეპალს, როგორც ვთქვით დაუდგინდა ტუბერკულიოზი, ლიონის პრეფექტურის გადაწყვეტილებას სპილოების ევტანაზიის შესახებ კი პროტესტით შეხვდა საფრანგეთის საზოგადოებრიობა. 

 პირველად ხმა აღიმაღლა ცნობილმა მსახიობმა ბრიჯიტ ბარდომ და დაიქადნა, თუ ამ სპილოებს დახოცავენ, საფრანგეთს დავტოვებ და დეპარდიესავით რუსეთს ვთხოვ მოქალაქეობასო (რა თქმა უნდა, სპილოები ცოდონი არიან, მაგრამ ბრიჯიტ ბარდოს და შესაბამისად დეპარდიეს, როგორც ჩანს არ წაუკითხავთ თავისი ცნობილი თანამოქალაქის, XIX საუკუნის მწერლისა და მოგზაურის მარკიზ დე კიუსტინის სახელგანთქმული წიგნი).

 არა ერთმა ცნობილმა ფრანგმა მოითხოვა გადაეხედათ გადაწყვეტილებისათვის და სპილოებისათვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ზოგიერთი კატეგორიულად მოითხოვდა ხელახალი გამოკვლევა ცაეტარებინოთ სპილოებისათვის.

საქმე საფრანგეთის პრეზიდენტამდეც კი მივიდა. პრეზიდენტმა ოლანდმა თავი იმართლა „მე სასამართლოს საქმეებში ვერ ჩავერევიო“.

 ბოლოს დაავადებულ სპილოებს მხსნელად მოევლინა მონაკოელი პრინცესა სტეფანია. საქმის მოგვარებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ბოლოსდაბლოს საფრანგეთისა და მონაკოს კანონების შეჯერებით გადაწყდა, რომ სპილოები გადაეცემა მონაკოს სამთავრო ოჯახს.

ბების და ნეპალი იცხოვრებენ მონტე-კარლოდან ახლოს, მონტ-აჟელში, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის, ტუმცა 1956 წელს მონაკოს მტავარმა რანიე III-მ შეიძინა და იქვე თავისი ხელით გააშენა ხეხილის ბაღი, დარგო ასეულობით ნარგავი.

ასე ზრუნავენ ცივილიზებული ადამიანები სპილოებზეც კი...

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq