საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ნიდერლანდებს ახალი მონარქი ჰყავს - ვილემ ალექსანდერი
georoyal.ge
ტახტის გადაცემის ხელმოწერა

ნიდერლანდებს ახალი მონარქი ჰყავს - ვილემ ალექსანდერი.

დღეს, 10.00 ევროპის დროით, ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა ხელი მოაწერა აქტს გადადგომის შესახებ.

დღესვე, მისმა ვაჟმა ვილემ ალექსანდერმა ხელი მოაწერა აქტს სამეფოს ჩაბარების შესახებ.

ოფიციალური ცერემონია 2 საათი მიმდინარეობდა. 

გუშინ საღამოს, მონარქის რანგში უკანასკნელად მიმართა ნიდერლანდელ ხალხს დედოფალმა ბეატრიქსმა.

დედოფალმა განაცხადა: "ახლა, როცა ჩემი უფროსი ვაჟი იბარებს მონარქობას, ამ შესანიშნავ და საპასუხისმგებლო სამსახურს, ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ახალმა მეფემ და დედოფალმა იგრძნონ თქვენი მხარდაჭერა, როგორც მე ვგრძნობდი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
დარწმუნებული ვარ მეფე ვილემ ალექსანდერი ღირსეულად მიუზღვნის თავს იმ საქმიანობას, რომელიც კარგი მეფის ვალდებულებაა!"

დღეს მთელი ამსტერდამი ქუჩაში იყო გამოსული, სხვა ქალაქების მცხოვრებლები კი ტელევიზორებთან მიმსხდარიყვნენ და ყველა ერთად ზეიმობდა.

მთელი მსოფლიოს მედია აშუქებდა ამ დიდ მოვლენას ნიდერლანდების ისტორიაში.

http://www.youtube.com/watch?v=by3z_aNbbdo



ახალი მეფე, დედა დედოფალი და დედოფალი ხალხის წინაშე
მეფე, დედოფალი და ქალიშვილები
მეფე და დედა დედოფალი
ამსტერდამი ზეიმობს
გვირგვინის გადაცემისა და ჩაბარების აქტი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq