საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიანა ბაგრატიონის ამერიკულმა ფონდმა ნიუ-იორკში გამართა საქველმოქმედო აქცია კიბოთი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
News.ge

 დიანა ბაგრატიონის ამერიკულმა ფონდმა გამართა ნიუ-იორკში მორიგი საქველმოქმედო აქცია კიბოთი დაავადებული იმ  ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც მკურნალობენ  ნიუ-იორკის მემორიალ სლოან-კეტერინგის ონკოლოგიურ ცენტრში და თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.   ახლადჩამოყალიბებული  საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც სათავეში უდგას ბაგრატიონ-მუხრანელთა შთამომავალი  დიანა ბაგრატიონი, ქველმოქმედების ნიშნით აერთიანებს აშშ-ში მცხოვრებ სხვადასხვა დიასპორათა წარმომადგენლებს.

მის მიერ მოწყობილ საღამოზე მოწვეულნი იყვნენბელორუსიის, უკრაინის, ყაზახეტის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, აგრეთვე რისყული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.  მათ წინაშე გამოვიდა ნორჩ ამერიკელ ქართველ მოცეჯვავეთა ანსამბლი „ფესვები“.

„ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის მიმომხილველი მიხეილ გუტკინი დაესწრო კონცერტს და ვიდეოზე ასახა თავისი შთაბეჭდილებები ( http://www.youtube.com/watch?v=AeSq-lu3VAQ&feature=player_embedded)

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq