საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიდ ბრიტანეთში აღნიშნეს დედოფლის კორონაციის 60 წლისთავი

 4 ივნისს დაახლოებით 2 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა  ვესტმინსტერის სააბატოში დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის მე-60 წლისთავის აღსანიშნავ სადღესასწაულო მსახურებაში. საგულისხმოა, რომ დამსწრეთა  შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც 1953 წლის 2 ივნისს იმყოფებოდა  კორონაციაზე.

დედოფალთან  ერთად მსახურებას ესწრებოდა  მისი ოჯახის 20 წევრი, მათ შორის მეუღლე - პრინცი ფილიპი.

ვესტმინსტერის სააბატოში დედოფალი მეუღლესთან ერთად შებრძანდა იმავე მუსიკის თანხლებით, რომელიც გაისმოდა 1953 წლის კორონაციის დროს.

1953 წელს 27 წლის დედოფალი გახდა სააბატოში გვირგვინდადგმული  38-ე მონარქი 1066 წელს  ვილჰელმ დამპყრობლის კორონაციის  შემდეგ. სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ დედოფლის ვაჟი, პრინცი ჩარლზი და შვილიშვილი უილიამი, ფეხმძიმე მეუღლესთან, ქეთრინთან ერთად. ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ივლისში ბავშვს ელოდება, ორი წლის წინანდელი ქორწინების შემდეგ პირველად იღებდა მონაწილეობას ოფიციალურ ცერემონიაში ვესტმინსტერის სააბატოში.

მსახურების დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კემერონმა და თანამეგობრობის მდივანმა კამალეშ შარმამ წაიკითხეს ნაწყვეტები ბიბლიიდან. მსახურებას უძღვებოდა ანგლიკანური ეკლესიის მეთაური კენტერბერიელი არქიეპისკოპოსი.

1953 წლის კორონაცია იყო გამოკვეთილად ქრისტიანული, ანგლიკანური ცერემონია; 60 წლისთავზე კი მსახურება თუმცა აგრეთვე ქრისტიანული იყო, მაგრამ ცერემონიას ესწრებოდნენ: მუსულმანების, სიქხების, ბუდისტების, იუდევლებისა და  სხვა რელიგიების  და კონფესიების წარმომადგენლები.

სხვათა შორის, ბრიტანეთში 1953 წელს ბევრმა ადამიანმა  სპეციალურად კორონაციის საყურებლად იყიდა ტელევიზორი და ვარაუდობენ, რომ მაშინდელ ტრანსლაციას თვალს ადევნებდა 27 მილიონი ადამიანი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq