საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

შვედეთის კრონპრინცესამ აღნიშნა თავისი დაბადების დღე

შვედეთის კროპნპრინცესას 36 წელი შეუსრულდა. ტრადიციის მიხედვით, სამეფო ოჯახი ყოველწლიურ დღესასწაულს მართავს მთელი ქვეყნის  მცხოვრებლებთან ერთად.

ზეიმი მოეწყო სამეფო რეზიდენცია სოლინდენში. დილიდან ციხე-სიმაგრესთან მოდიოდა ხალხი, რათა მიელოცათ ვიქტორიასათვის და მისდამი სიყვარული და პატივისცემა გამოეხატათ. მათი მოლოდინი გამართლდა - დილიდან სამეფო ოჯახი: დედოფალი სილვია, მეფე კარლ გუსტავ XVI, კრონპრინცესა ვიქტორია, პრინცი დანიელი და მათი ქალიშვილი - პრინცესა ესტელი გამოვიდნენ ხალხთან შესახვედრად. ყოველწლიური ჩვეულების მიხედვით კარლ გუსტავმა ქვეშევრდომებთან ერთად ქალიშვილისთვის შეასრულა  მისალოცი სიმღერა.

სტუმრებთან ურთიერთობაში ვიქტორია, როგორც ყოველთვის იყო სათნო, თავაზიანი და  კეთილგანწყობილი. 

საღამოს გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, სადაც კრონპრინცესა ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq