საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიდ ბრიტანეთში დაიბადა ტახტის მესამე მემკვიდრე

როგორც თბილისის დროით 23. 51-ზე იუწყება ”ბი-ბი-სი”, ქეით მიდლტონმა იმშობიარა და გააჩინა ვაჟი. ბიჭუნა დაიბადა გრინვიჩის დროით 15.24-ზე; ბავშვი იწონის 8 ფუნტსა და 6 უნციას (3კ-სა და 800 გრამს).

როგორც ცნობილია, 22 ივლისს ქეით მიდლტონი მიიყვანეს ლონდონის პადინგტონის წმიდა მარიამის საავადმყოფოს კერძო განყოფილებაში - იქ, სადაც პრინცესა დაიანამ იმშობიარა უილიამზე -   1982 წელს, ხოლო ჰარიზე - 1984 წელს.

უილიამისა და ქეითის პირმშოს დაბადებას ტელეოპერატორები და ფოტოგრაფები ელოდნენ მთელი ერთი კვირის განმავლობაში.

ახლადდაბადებული ბიჭუნა იქნება კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას პირველი შვილი და მესამე - ბრიტანული ტახტის სამემკვიდრეოში.

პრინცი უილიამი იმყოფება შვებულებაში და პატარის დაბადების შემდეგ მიიღებს  დამატებით ორკვირიან შვებულებას, რაც დიდ ბრიტანეთში ერგება ყველა ახალდაბადებული ბავშვის მამას.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq