საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი ჰარი: ”მე ყურადღებით ვიქნები, რომ ჩემს ძმისშვილს მხიარულება არ მოაკლდეს!”

პრინცი ჰარი დაესწრო საქველმოქმედო გამოფენის გახსნას ლონდონში, სადაც მან სიამოვნებით მოუთხრო გამოფენის დამთვალიერებლებს  თავისი ახალი - ბიძის სტატუსისა და პატარა ძმისშვილის - ჯორჯის შესახებ.  ყოველთვის ხალისიანმა ჰარიმ ღიმილით დააიმედა თანამემამულენი:

”მე ყურადღებას მივაქცევ მის აღზრდას - ვეცდები  არიდებული იყოს  ხიფათისაგან და მხიარულება არ მოაკლდეს. დანარჩენი მშობლებისათვის მიმინდვია”.

ჰარიმ დასძინა იმის თაობაზე, რომ, როდესაც ის ოთხშაბათს მივიდა ძმისშვილის გასაცნობად, ბავშვი ერთთავად სულ ტიროდა:

”ოჯახში მატება - ეს შესანიშნავია! მე ვფიქრობ, ჩემი ძმა კარგად  აცნობიერებს, როგორი ძვირი დაუჯდება ჩემი ძიძობის სამსახური”.

ჩვეული ხუმრობების შემდეგ ჰარიმ შეკრებილთ წარუდგინა სამეფო სახლის ფოტოგრაფის - კრის ჯექსონის ნამუშევრები, რომლებიც ეძღვნება საქველმოქმედო მისიებს აფრიკაში.

საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მეოხებას უწევს აფრიკული სახელმწიფოს, ლესოტოს  ობოლ ბავშვებს, დაარსებულია პრინც ჰარისა და ლესოტოს პრინც სიზოს მიერ 2007 წელს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სამეფო სახლის მემკვიდრემ რამდენიმე თვე გაატარა სამხრეთ აფრიკაში და ეხმარებოდა ბავშვებს, რომლებიც ხშირად ხდებიან სიღარიბისა და შიდს-ის მსხვერპლნი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq