საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცის დაბადებამ ბრიტანელ თეფშების მწარმოებელს ბიზნესი ჩაუგდო
News.ge

პრინც ჯორჯის დაბადება დიდი ბრიტანეთში პოზიტიურად აისახა ბევრი მეწარმის ბიზნესზე. პატარის ამქვეყნიურ მოვლინებას ეძღვნებოდა ახალი სათამაშოები, ფაიფურის ნაკეთობები, კონსტრუქტორები... ოღონდ, მეწარმეებს ჰყოფნიდათ  სიბრძნე, დალოდებოდნენ ბავშვის სქესის გარკვევას.

ერთმა კომპანიამ კი თავისი მოუთმენლობით განიცადა წარუმატებლობა -  5 ათასი სასუვენირო თეფში გამოუშვა ”პრინცესას” დაბადების აღსანიშნავად. კომპანია სარგებლობდა ”ინსაიდური ინფორმაციით” სამეფო გარემოცვიდან და, რადგან ბეჯითად არწმუნეს, რომ იბადებოდა გოგონა,  მოსწრებაზე დაამზადა სასუვენირო თეფშები ”პრინცესას”  გამოსახულებით.

” Daily Mail”-ის ცნობით, ”პრინცესას” გამოსახულებიანი თეფშები იაფად შეისყიდა ერთმა ინტერნეტ-მაღაზიამ, რომელიც თეფშებს ყიდის ნაკრების სახით: 50 ცალი - 149 ფუნტი.

საიტზე პროდუქციის გამსაღებელი თეფშებს უწოდებს ”ისტორიის შეცდომას” და მყიდველს სთავაზობს მათ შეძენას საშობაოდ კოლეგებისათვის  მისართმევად, ყველაზე უვარგისი საჩუქრის სახით; ამას გარდა, იგი სხვა დატვირთვასაც უძებნის მათ - ექსტრიმის მოყვარულთ თეფშები შეუძლიათ გამოიყენონ ”სახიფათო ფრისბის” სათამაშოდ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq