საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინც ჯორჯის დედა გამორჩეულ საჩუქარს მიიღებს
News.ge
09 აგვისტო 10:20 114

პრინცი უილიამი სულ ორიოდე კვირაა, რაც მამა გახდა. მაგრამ მას ჯერ არ მიუძღვნია  ახალგაზრდა დედისათვის საჩუქარი.

უილიამი ძალიან დიდხანს ფიქრობდა ამ თემაზე.

ავტორიტეტული წყაროები იტყობინებიან - უილიამმა უკვე გადაწყვიტა მეუღლეს ძვირფასი გულსაბნევი აჩუქოს - შუაში ვარდისფერი ბრილიანტით. ის მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ლამაზი და ქალისათვის შესაფერისი საჩუქარი იქნება.  თანაც,  ყველაზე ზუსტად გამოხატავს სიტყვას: ”გმადლობთ!”ამბობენ, რომ კემბრიჯის ჰერცოგმა თვითონ მოიფიქრა გულსაბნევის დიზაინი,  ხოლო რჩევას  დაეკითხა მისი უდიდებულესობის იუველირს.

როგორც ვარაუდობენ, ვარდისფერი ბრილიანტის იდეას უთუოდ მოიწონებს დიდედა - ელისაბედ II. ანალოგიური სამკაული მის კოლექციაშიც მოიპოვება. ითვლება, რომ დედოფლის გულსაბნევი ერთი ულამაზესთაგანია მსოფლიოში. ეს არის კანადელი გეოლოგის საქორწილო საჩუქარი 1947 წლისა.

ამავე დროს, თუ პრინცი თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩება, ის მამის კვალზე გაივლის - როდესაც დაიანამ იმშობიარა უილიამზე, ჩარლზმა მას უსახსოვრა ალმასებისა და მარგალიტის ყელსაბამი, შუაგულში  გულის გამოსახულებით.

სურათზე: დედოფლის გულსაბნევი ვარდისფერი ბრილიანტით

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq