საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ჰასნატ ხანი არ ნახავს მასზე და დაიანაზე გადაღებულ ფილმს
News.ge

შემოდგომაზე ეკრანებზე გამოდის ფილმი ”დაიანა: სიყვარულის ისტორია”, სადაც ”ნაომი უოტსი პრინცესა დაიანას როლს ითამაშებს”.

ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ამ ფილმით დიდი უკმაყოფილება გამოთქვა დაიანა სპენსერის ყოფილმა მეგობარმა, დოქტორმა ჰასნატ ხანმა.  ამ ფილმში სწორედ ის გამოჰყავთ მთავარ გმირად.

54 წლის კარდიოქირურგი ირწმუნება, რომ ფილმი აგებულია ოდენ ვარაუდებზე და ჭორებზე, რასაც სიუჟეტის ავტორები აგროვებდნენ წყვილის მეგობრებსა და ნათესავებში.

ხანმა დაიფიცა - არასოდეს ნახოს მათ სასიყვარულო ურთიერთობებზე აგებული სიუჟეტის ეკრანიზაცია. ამ განცხადების გასაკეთებლად მისთვის საკმარისი იყო ერთი კადრის ნახვა, რომელიც ასახავდა საავადმყოფოში პირველი შეხვედრის ძველისძველ ამბავს (რაც მომავალი რომანის პრელუდიად იქცა). დაიანას ახლობლები თვლიან, რომ ჰასნატ ხანი იყო დაიანას მთელი ცხოვრების ერთადერთი ნამდვილი სიყვარული. 36 წლის კარდიოქირურგი გახლდათ პირველი მამაკაცი,  ვინც პრინცესამ დაიახლოვა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრესთან სკანდალური დაშორების შემდეგ.

თუმცა, როგორც კინოგამქირავებლები თვლიან, ხანის უკმაყოფილება ვერ იმოქმედებს კინოსიახლის პოპულარობაზე, რადგან მაყურებელს უყვარს ისტორიები პრინცესებზე და სიყვარულზე. პრემიერა დანიშნულია 19 სექტემბრისათვის. მთავარ როლებს ასრულებენ -  ნაომი უოტსი (დაიანა) და  ნავინ ენდრიუსი (ჰასნატი).

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq