საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რატომ დაქორწინდა შვილის საცოლეზე ფილიპე IV ესპანელი
მეფის პორტრეტი - დიეგო ველასკესის ნახატი

1665 წლის 17 სექტემბერს მადრიდში გარდაიცვალა ესპანეთისა (1621-1665) და პორტუგალიის მეფე (1621-1640) ფილიპე IV   (Felipe IV), პორტუგალიაში ფილიპე III (Filipe III). იგი იყო ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელი.

 ფილიპე IV დაიბადა 1605 წლის 8 აპრილს ვალიადოლიდში.

ტახტზე ავიდა 16 წლის ასაკში, მაგრამ არ იყო გატაცებულ სახელმწიფო საქმიანობით. მის დროს სახელმწიფოს ფავორიტები განაგებდნენ. საფრანგეთს დაუთმო მთელი რიგი პროვინციები. სასტიკად ჩაახშო სეგადორების აჯანყება - მომკელთა ომი (კატ. Guerra dels Segadors, ესპ. Guerra de los Segadores) — აჯანყება კატალონიაში დაიწყო ესპანეთის აბსოლუტიზმის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა 1640-1652 წლებში. უშუალო საბაბი გახდა სახელმწიფო გადასახადების ზრდა, კატალონიელების ძალდატანებითი გაწვევა იტალიაში მყოფ ესპანურ არმიაში და სხვა. 1640 წლის 22 მაისს რამდენიმე ათასი შეიარაღებული გლეხი ბარსელონაში შევიდა. აჯანყება მთელ კატალონიას მოედო. აჯანყებულებმა მუდმივი კავშირის ხელშეკრულება (1640 წლის დეკემბერი) დადეს საფრანგეთთან. 1640 წლის დამლევს საფრანგეთის ჯარები კატალონიაში შევიდნენ. 1641 წლის იანვარში კატალონიის კორტესმა უარყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV და საფრანგეთის მეფე ლუი XIII ბარსელონის გრაფად გამოაცხადა. 1651 წელს ესპანეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ბარსელონას. ფრანგები დამარცხდნენ. 1652 წლის ოქტომბერში ბარსელონამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 1653 წელს ფილიპე IV იძულებული გახდა დაედასტურებინა კატალონიის უფლებები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.  

ფილიპე IV არ ცნობდა პორტუგალიის დამოუკიდებლობას და მთელი თავისი მეფობის განმავლობაში ცდილობდა მასზე ესპანეთის ბატონობის აღდგენას.

მეფემ იქორწინა ორჯერ. პირველად იზაბელა ბურბონზე, რომელთანაც შეეძინა 8 შვილი.. 

მეფეს მეორედ ქორწინება მოუწია, რადგან გარდაეცვალა მემკვიდრე ვაჟი,  იგი დაქორწინდა თავისი გარდაცვლილი ვაჟის საცოლეზე, მარიანა ავსტრიელეზე, ჰაბსბურგზე. ამ დროს მეფე იყო 43, ხოლო საცოლე 15 წლის. თან მარიანა მისი ახლო ნათესავი გახლდათ, დის შვილი. მეფეს მასთან შეეძინა 5 შვილი. მათ შორის მომავალი ტახტის მემკვიდრე, უკანასკნელი ჰაბსბურგი ესპანეთის ტახტზე კარლ II.



მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq