საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ალფრედ დიდი - ინგლისის პირველი მეფე

899 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა ალფრედ დიდი (ინგლ. Alfred the Great) - ანგლოსაქსონური უესექსის სამეფოს მეფე 871-899 წწ. იგი პირველია დოკუმენტებში მოხსენიებული როგორც ინგლისის მეფე. ტახტზე ავიდა უფროსი ძმის ეთელრედ I-ის გარდაცვალების შემდეგ.

ალფრედ დიდი დაიბადა 849 წელს. სიყმაწვილეში სწავლობდა რომში, ითვლებოდა თავისი დროისთვის ძალიან განატებულ ადამიანად. ტახტზე ავიდა 871 წელს. ცაფიქრებული ჰქონდა საყოველთაო განათლების შემოღება, მაგრამ ვერ შეძლო.

იგი ერთადერთი მეფე იყო რომელმაც მოიგერია დანიელი ვიკინგების შემოტევები და აღიარებულ იქნა ინგლისის პირველ მეფედ. 800 წელს ინგლისი შვიდ სამეფოდ იყო დაშლილი, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ეომებოდნენ. ვიკინგები ინგლისში პირველად 793 წელს გამოჩნდნენ მოგვიანებით მათმა შემოსევებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო. მერსია, ნორთუმბრია და აღმოსავლეთი ინგლისი ერთმანეთთან ბრძოლით იყვნენ დასუსტებულნი ამიტომ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლოთ. მათთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა 867 წლის შემოსევა, დანების მეფის მეთაურობით. დანებმა ლაშქრობა ეფექტურად დაიწყეს. 867-870 წლებში დაიპყრეს ნორთუმბრია. 870 წელს შეიჭენენ აღმოსავლეთ ინგლისში და მოკლეს მეფე ედმუნდი. 870-874 წლებში მთლიანად დაიპყრეს მერსია და სასექსი. 874 წლისთვის დასაპყრობი მხოლოდ უესექსი დარჩა. მეფე ალფრედ დიდი მომზადებული დაუხვდათ და დაამარცხა დანები რამდენიმე ბრძოლაში. 874-878 წლებში მა

ნ შეიერთა სასექსი და კენტი. ასევე დაიპყრო აღმოსავლეთ მერსია და სამხრეთ ესექსი.

გადამწყვეტი გამარჯვება მან 878 წელს ქალაქ ედინქტონთან გამართულ ბრძოლაში მოიპოვა. ამის შემდეგ დანიელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. მეფე ალფრედმა დანებს კუნძულის აღმოავლეთ ნაწილში, დენლოში დასახლების უფლება მიცათ, სადაც დანიური კულტურა ყვაოდა და მრავალი ვიკინგი დასახლდა. თვითონ ინგლისის დანარჩენი ნაწილის მართვას შეუდგა. მან შეადგინა საკანონმდებლო კოდექსი თავის ქვეყანაში, რითიც განამტკიცა უესექსის სახელმწიფოებრიობა.

მეფე ხელს უწყობდა ხელოვნების განვითარებასაც. მან ააშენა დიდი ციხე-ქალაქები და შექმნა საზღვაო ფლოტი. ენერგიული მოღვაწეობისთვი მას დიდი უწოდეს, მასვე მიუძღვნეს ემალის მინიატურა. 895 წელს მას შეეძინა შვილიშვილი ათელსტანი. როგორც ვთქვით, დიდი უესექსის მეფე გარდაიცვალა 899 წლის 26 ოქტომბერს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq