საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი უილიამი მღერის საქველმოქმედო საღამოზე
georoyal.ge

ლონდონში, კენსინგტონის სასახლეში შედგა ” Winter Whites Gala” – ”თეთრი საზამთრო წვეულება”, რომლის ორგანიზატორიც იყო პრინცი უილიამი. საღამოს მიზანი გახლდათ შემოწირულობების შეკრება ღარიბებისათვის.

ამ შემოქმედებით თავყრილობაზე მოწვეული იყო მრავალი გამოჩენილი ბრიტანელი, მათ შორის - კოლინ ფერტი  მეუღლესთან, ლივიასთან ერთად და ბენედიქტ კამბერბაჩი; მაგრამ საღამოს მთავარი ვარსკვლავები იყვნნენ ჯონ ბონ ჯოვი და ტეილორ სვიფტი. ბონ ჯოვი საღამოზე მოვიდა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. უმცროსი ვაჟები ხალისით პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე, ამერიკელი ახალგაზრდების კერპ  - ტეილორთან ერთად. მუსიკოსი უქმად როდი გარჯილა საღამოზე მოსვლით - პრინცმა მას გადასცა ქველმოქმედის ჯილდო: ”Centrepoint Great Britain Youth Inspitarion Award”-ი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq