საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

შარლოტა კაზირაგსა და გად ელმალეხს ვაჟიშვილი შეეძინათ
georoyal.ge

შარლოტა კაზირაგი და ფრანგული კინოს ვარსკვლავი გად ელმალეხი ვაჟის მშობლები გახდნენ. მონაკოს პრინცესა კაროლინას ქალიშვილმა იმშობიარა  ” Princess Garace's Hospital”-ში. ბიჭუნას სახელად დაარქვეს რაფაელი.

გადისთვის ეს უკვე მეორე ბავშვია - მას ჰყავს 12  წლის ვაჟი მსახიობ ანა ბროშესთან პირველი ქორწინების შემდეგ.

სხვათა შორის, შარლოტასა და ელმალეხის რომანი ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან გადი 15 წლით უფროსია შარლოტაზე. ამავე დროს ისიც აღსანიშნავია, რომ მათ ჯერ ქორწილი არ გადაუხდიათ.

როგორც შარლოტას ახასიათებენ, ის ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდება. ელმალეხის გულახდილი აღიარებით:  ”მასთან შეიძლება საუბარი ყველაფერზე - დაწყებული ფილოსოფიის პრობლემებიდან სულ უბრალო საკითხებამდე. აქვს შესანიშნავი იუმორის გრძნობა - სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, კულტურულ ღონისძიებაზე იქნება თუ ტელევიზორის წინ, ისე შეუძლია იხუმროს, რომ შეიძლება სიცილისაგან ჩაბჟირდნენ მის გვერდით მყოფნი. მე ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ დედამიწის ზურგზე”.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq