საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

როგორ იმოგზაურა პრინცმა ჰარიმ სამხრეთ პოლუსზე

როგორც ცნობილია, პრინცმა ჰარიმ მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში სამხრეთ პოლუსზე, საქველმოქმედო სამხედრო ფონდ ” Walking With The Wounded”-ისთვის სახსრების შესაგროვებლად იმ  დაჭრილი ჯარისკაცების დასახმარებლად, რომლებიც ცდილობენ კარიერის შექმნას საქმიანობის ახალ სფეროში.

პრინცი 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში გაემგზავრა ორკვირიან მოგზაურობაში, ხოლო გასული კვირის ბოლოს ლონდონში ჩატარდა ამ მოვლენისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია: ექსპედიციის მონაწილეებთან საუბარში გაირკვა ბევრი საინტერესო საკითხი:

ამ ლაშქრობაში მონაწილე მსახიობ დომინიკ უესტის სიტყვებით, ჰარი იქ იყო კომპანიის სული და გული,  რომელიც იოლად პოულობდა საერთო ენას ჰუმანიტარული ექსპედიციის ყველა მონაწილესთან:

”შესანიშნავია, - თქვა მან - რომ ჰარი  ჩვენი გუნდის წევრი გახდა; პრინცი მეტად მხიარული ადამიანი აღმოჩნდა. ის ძალიან ბევრს ხუმრობდა და საველე ტუალეტების აგების დროსაც კი  იუმორით გამოირჩეოდა.

გაირკვა, რომ ის სპეციალიზდება ტუალეტების მშენებლობაში -  ჰარი ქმნიდა წარმოუდგენლად რთულ კონსტრუქციებს: ერთი მათგანი, მაგალითად, იყო დაკბილული კედლებითა და ფლაგშტოკით და მასზე თავსდებოდა თვით ტუალეტის ქაღალდის დამჭერი - აი, თქვენ ზიხართ ასეთ ტუალეტში და ფიქრობთ - ეს არის ნამდვილი სამეფო ტახტი!

პრინცმა დახარჯა 40 წუთზე არანაკლები, რათა დაესრულებინა თავისი შემოქმედება, რომელიც სათანადოდ შეაფასა აქციის ყველა მონაწილემ.

მაგრამ ამ საკმაოდ რთული მოგზაურობის დროს ჰარი არათუ მხოლოდ ხალისობდა და აცინებდა გარემომცველ ადამიანებს; როდესაც საქმე ეხებოდა სერიოზულ სიტუაციებს, ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი ავლენდა თავს ნამდვილ მამაკაცად.

როდესაც მე მქონდა პრობლემა თხილამურებთან დაკავშირებით, ის იყო პირველთაგანი, ვინც მზად აღმოჩნდა, დამხმარებოდა. მე მაშინვე ვიფიქრე, რომ ის შესანიშნავი ბიჭია!”

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq